მთავარი » 2009 » მაისი » 7 » FCB Barcelona - Football Club / ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)
9:57 PM
FCB Barcelona - Football Club / ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)
 
 
 
4810976beefd
 

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: “blaugrana”, “azulgrana”, “Dream Team”), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. “ბარსა” უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია “Més que un club” (მეტი ვიდრე კლუბი).

 “ბარსელონა” ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც “პრიმერა დივიზიონი” არასოდეს დაუტივებიათ. “ბარსა” გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 18-გზის ჩემპიონობით, 24 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 2 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - “სოსიოსების” რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. “ბარსელონას” გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით “culés” (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი “ბარსელონა B” და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით “ს.კ. ბარსელონა” მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.
 
 
 
 
 




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1737 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar