მთავარი » 2009 » მაისი » 7 » აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
2:03 PM
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
 

 

არეულობაა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან. დაპირისპირება საპროტეტსო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამმართველოს ეზოში შესვლა სცადეს. პოლიციის ეზოს ღობეზე გია გაჩეჩილაძე გადავიდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 

აქციის მონაწილეები თბილისის პოლიციასთან იმ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით შეირიბნენ, რომლებიც `საზოგადოებრივი მაუწყებლის` ჟურნალისტ ნიკა ავალიანს დაესხნენ გუშინ თავს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1378 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar