მთავარი » 2009 » მაისი » 5 » Google მუშაობს 3 განზომილებიან ინტერნეტზე
5:47 PM
Google მუშაობს 3 განზომილებიან ინტერნეტზე
 


 

Google-ში დარწმუნებულები არიან რომ, უახლოეს წლებში ინტერნეტს აუცილებლად მოუწევს გახსნას თავისთვის მესამე განზომილება, ამიტომ მზადება უკვე უნდა დაიწყოს.

დეტალების შემუშავება მიმდინარეობდა პარტნიორ კომპანია Khronos-სთან ერთად.

როგორც Google-ს შემოქმედებით ბლოგზე ამბობენ, ბრაზერისთვის პლაგინის დამზადება თავისთავად წარმოადგენს O3D ტექნოლოგიის რეალიზებას. “მისი (ანუ პლაგინის) გამოყენება შეიძლება 3D გრაფიკის დასამზადებლად და მანიპულირებისთვის JavaScript ტექნოლოგიებზე” - ამბობენ კომპანიაში.

გავიხსენოთ, რომ ადრე Google-მა ჩაატარა ექსპერიმენტი სამგანზომილებიან ვებში და ეს იყო პროექტი Lively. მაგრამ პოპულარობით ეს პროექტი არ გამოირჩეოდა და კომპანიას მოუწია მისი დახურვა.


ახალი პროექტის დამზადებაში Google-ს პარტნიორია ჯგუფი Khronos, რომელიც თავის არსებობის მანძილზე მუშაობდა OpenGL-ზე, აქედან გამომდინარე სამ განზომილებიან ტექნოლოგიებთან გამოცდილება არსებობს. ამასთან ერთად Khoronos თანამშრომლობს Mozilla-სთან. Mozilla-ში ამბობენ რომ, კომპანია უკვე მუშაობს 3D პლაგინზე, მაგრამ რელიზამდე ჯერ კიდევ ადრეა საუბარი.


Google-ში აღნიშნავენ, რომ მათი კონცეფცია განსხვავდებულია Mozilla-სგან და რადგან 2 ტექნოლოგია ვერ შეთავსდება ერთმანეთში და ეს მომხმარებლის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს 2 ტექნოლოგია იყენებს განსხვავებულ API -ს და სხვადასხვა მეთოდს 3D გენერაციისთვის. საერთოდ, როგორც Google, ისე Mozilla-ც ამბობს, რომ კონცეფცია 3D-Web-ის იმყოფება განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე, ამიტომ გაურკვეველი ფაქტები ტექნოლოგიურად ბევრია, და ყველა კონცეფციას თავისებურად გააჩნია თავისი პლიუსი და მინუსი.


ჰენრი ბრიდჯის თქმით, რომელიც Google-ს გაყიდვების მენეჯერია, კომპანია დარწმუნებულია 3D ვების პერსპექტიულობაში გლობალური მაშტაბების გათვალისწინებით. “ამგვარად, 3D ეხმარება Google გადაწყვიტოს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი - გააკეთოს კონტენტი უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ჰენრიმ.


ბრიდჯი დარწმუნებულია, რომ გრაფიკული ვებ-გვერდი წარმატებული იქნება, ზედ გამოჭრილია პროექტებისთვის Google Maps ან Sketchup. “გაცილებით მრავალფეროვანი რესურსის შექმნა იქნება შესაძლებელი 3D-ვების ბაზაზე - ესენია ინტერნეტ-სამყაროები თამაშებისთვის, ინტერაქტიული სერვისები და მსხვილი კორპორატიული სისტემების ვიზუალიზაციის ჭარბი მოთხოვნებისთვის. ჩვენი მოთხოვნა უშუალოდ ისახავს უნივერსალური პლაგინის შექმნას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა ბრაუზერისთვის და ყველა ოპერატიული სისტემისთვის. რასაკვირველია, სტანდარტიზაცია წაიღებს გარკვეულ დროს, რომ ყველა პლატფორმაზე იმუშაოს ერთსულოვნად” - ამბობს ბრიდჯი.


ტექნიკურად, პლაგინი O3D რენდერისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდს - ეს მოითხოვს როგორც პროცესორის, ასევე ვიდეოკარტის უფრო მეტ სიძლიერეს. პლაგინის ახლანდელი ვერსია 3D მოდელის ჩატვირთვას აკეთებს Mozilla C3DL ბიბლიოთეკის დახმარებით, ფიზიკურად ძირითადი ძრავა იწერება JavaScript-ზე.


შეგახსენებთ, რომ Google, როგორც ადრე Mozilla, იღებენ მონაწილეობას HTML5-ზე მუშაობაში. ამ ენის ახალი ვერსიაც იქნება აღჭურვილი მულტიმედიურ კონტენთან მუშაობით.




პლაგინის დასაყენებლად იხილეთ ბმული:
Bringing 3D capabilities to your web browser


ესეც პროექტის ოფიციალური გვერდი:
O3D API

 

 

 

 

 




კატეგორია: პროგრამისტები, კომპანიები ... | ნანახია: 2570 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar