მთავარი » 2009 მაისი 4 » ტეტანუსი (გაშეშება)
8:29 PM ტეტანუსი (გაშეშება) | |
ტეტანუსის ჩხირები შუნაური ცხოველების ნაწლავებიდან განავალთან ერთად გამოიყოფიან და აბინძურებენ გარემოს. ნიადაგში ისინი მკვრივ გარსს იკეთებენ და ასეთი სპორას ფორმით წლების მანძილზე ინახავენ ცხოველმყოფელობას. ადამიანი ავადდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა ბინძურდება ტეტანუსის სპორების შემცველი მტვირთა და მიწით. ბაქტერია იწყებს გამრავლებას დახურული ჭრილობის უჟანგბადო არეში და გამოიმუშავეს ძლიერ შხამს - ეგზოტოქსინს, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის მამოძრავებელ ნერვულ ბირთვებს და იწვევს კუნთების კრუნჩხვებს.
დაავადება იწყება ჭრილობის გაბინძურებიდან 2-25 დღის შემდეგ. რაც უფრო ხანმოკლეა ფარული პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. პირველი ნიშანია საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო კრიჭის შეკვრა (ტრიზმი), რის გამოც გაძნელებულია პირის გაღება და ღეჭვა. ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი და უვიწროვდება თვალის ნაპრალი,რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის. შემდეგ ვითარდება კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმვა, რის გამოც ავადმყოფს თავი უკან აქვს გადაზნექილი. ამას მოჰყვება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები, გარდა ხელის მტევნისა და ფეხის ტერფისა. წელისა და ზურგის კუნთის დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება. პერიოდულად ვითარდება შეტევითი და მეტად მძიმე კრუნჩხვებიც, რასაც ხელს უწყობს მცირედი გაღიზიანება-შეხება, სინათლის შუქი, ხმაური. ასეთი შეტევის შემდეგ ავადმყოფს უხვად მოსდის ოფლი. დიაფრაგმიდა გულმკერდის კუნთების დაჭიმვის გამო გაძნელებულია სუნთქვა. გონება სრულიად ნათელია. ტეტანუსით დაავადებული უნდა მოთვსდეს საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდება კომპლექსური მკურნალობა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. ტეტანუსის პროფილაქტიკისათვის მიწითა და მტვრით გაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში ქირურგიულ დამუშავებასთან ერთად უნდა ჩატარდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა. ბავშვების პროფილაქტიკური აცრა ხდება ყივანახველას, დიფთერიის და ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |