მთავარი » 2009 » მაისი » 4 » ჰიგიენა - უმცროსი ასაკის ბავშვის ჰიგიენის თავისებურებანი
5:58 PM
ჰიგიენა - უმცროსი ასაკის ბავშვის ჰიგიენის თავისებურებანი
 
 

 
   ადრეული ასაკის ბავშვის ყოველდღიური ტუალეტი იწყება დილით ხელ-პირის დაბანვით ონკანის წყლით. 2-3 წლისას ასწავლეთ პირში წყლის გამოვლება, ძილის წინ თქვენც მასთან ერთად გამოივლეთ და შეეჯიბრეთ კიდევაც - ვინ უფრო დიდხანს. 2-5 წლისას მიეცით საბავშვო კბილის ჯაგრისი, რამდენიმე თვეში კბილის პასტაც გამოიყენეთ. თავიდანვე ასწავლეთ, რომ ჯაგრისი უნდა ამოძრაოს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად.
   ბავშვის მიერ ტუალეტის მოთხოვნა ჩვეულებრივ 1,5-3 წლის ასაკში გამომუშავდება, საბოლოოდ კი 5 წლის ასაკში ყალიბდება. ფრთხილად, თამაშ-თამაშ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს, ჯერ თოჯინა დასვით, შემდეგ ვითომ სათამაშოს მოუნდა ტუალეტი და თვითონ დაასმევინეთ ქოთანზე. მარცხის გამო ბავშვს ნუ დასჯით, ნურც დააძალებთ ქოთანზე დაჯდომას. სიცივეების დროს შეგიძლიათ ქოთანში ცოტა ცხელი (არაქაფქაფა და ნამდვილად ცოტა) წყლის ჩასხმა, რათა ბავშვმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით პამპერსი აცვია, ძნელად ითვისებს ჩვევებს, ამიტომ მოზრდილ ბავშვს პამპერსი ახმარეთ გამონაკლისის სახით სეირნობის, სტუმრობისა და ძილის დროს. სხვა დროს ჩააცვით საფენიანი ტრუსი.
   შორისი კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ ჩაბანეთ თბილი წყლის ნაკადით. გოგონა უნდა ჩაბანოთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭი - სულერთია. აბანავეთ კვირაში 1-2ჯერ ბავშვის საპონი ან ბავშვის შამპუნი გამოიყენეთ კვირაში მხოლოდ 1-2ჯერ.დაბანის ბოლოს გასაკაჟებილად გადაავლეთ 1-2 გრადუსით გრილი წყალი. ბავშვი სწრაფად შეახვიეთ ზეწარში და გაამშრალეთ. ყოველდღიურად ასეირნეთ, თუ არ ცივა და ქარი არ ქრის. ოთახი, სადაც იზრდება პატარა, უნდა იყოს ნათელი, თბილი, წყნარი და სუფთა, არ უნდა იყოს გადატვირთული ზედმეტი ნივთებით, ყვავილებით, წიგნებით. ბავშვის ნივთები მოხერხებულ, სუფთა და მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს. ოთახი უნდა გაანიავოთ ყოველდღე, პატარის ოთახში არყოფნის დროს, 3-4 წუთით ორპირი ქარის მოწყობით ან მისი ძილის დროს სარკმლის გამოღებით. ლეიბი ყოველდღე უნდა გადააბრუნოთ. თუ ელექტრო ქურით ან ცენტრალური გათბობით თბებით, რაფაზე ლამბაქით წყალი უნდა დადგათ რათა ჰაერი არ გამოშრეს.
 
 
 
 




კატეგორია: პატარა ბავშვი | ნანახია: 1945 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar