12:46 PM რამდენ ფულს შოულობენ თამაშების დეველოპერები / Game Developer | |
ახლახანს ამერიკულმა ჟურნალმა Game Developer თამაშების ინდუსტრიაში ხელფასების რეალური ციფრები დაასახელა. როგორც გვაცნობებენ, 2008 წელს აშშ-ს საშუალო დეველოპერი იღებდა $79,000 წელიწადში, რომელიც 7%-ით მაღალია 2007 წლის მონაცემებზე. მხატვრები და ანიმატორები $69,500-ს იღებენ და კარგი პორტფოლიოსთვის მთელი 35%-ითაც უზრდიან ხელფასს. შემდეგ მოდიან გეიმდიზაინერები წელიწადში საშუალოდ $67,400 ხელფასით, ამასთან ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ეს რიცხვი 12%-ით დიდია. ბოლოს მოხვდნენ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მომუშევრები, როგორც 2007-ში, ახლაც იგივე ჰონორარი აქვთ - $39,600, მითუმეტეს რომ ნამდვილი პროფესიონალი მათ შორის სულ რაღაც 13%-ია. ხოლო თუ არსებობენ მდიდარი დეველოპერები, მაშინ ეს მარკეტინგის სპეციალისტები ყოფილან - საშუალო ხელფასი წელიწადში $102,000, გამოცდილი მენეჯერები კიდევ $131,000-მდეც იღებენ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |