მთავარი » 2009 » აპრილი » 13 » TOM KHA KAI - ქათმის სუპი ქოქოსის რძით, ტაილანდურად
10:54 PM
TOM KHA KAI - ქათმის სუპი ქოქოსის რძით, ტაილანდურად
 
  

 
 
რეცეპტს კი შემოგთავაზებთ, მაგრამ საქართველოში ალბათ ძნელი იქნება ყველაფრის პოვნა.

1. ქათმის ხორცი - 2 ცალი თეთრი ხორცი (ან სხვა ნაწილი - უძვლო, ლუკმებად დაჭრილი), სოკო - 200 გრ.;
2. ქოქოსის რძე 0.4 ლ. თუმცა დამოკიდებულია ხარისხზე; ზოგადად რაც უფრო ძვირიანია - მით უფრო ნაკლებია საჭირო;
3.ლიმონის ბალახი (ერთი ღერო, მწვანე ხახვს გავს გარეგნულად, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება). დაჭერით 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად - და დაჩეჩქვეთ, რომ ზეთი და არომატი გამოვიდეს;
4. ველური ლაიმის ფოთლები (2-3 ცალი)- ესეც დაჩეჩქვილი;
5. გალანგა - ჯინჯერის (ჯანჯაფილის) ნაირსახეობაა, მაგრამ უფრო მწარე და არომატული. 3-4 სმ სიგრძის ღერო; გალანგა ამ სუპის დასახელებაშიც ურევია, ასე რომ მნიშვნელოვანი ინგრედიენტია;
5. თევზის სოუსი - ესეც ძალიან სპეციფიურია, გემოთი მარილიანი წყალია, მაგრამ მზადდება შემდეგი წესით - დამარილებული სარდინი, რაიმე სხვა პატარა თევზი, კრევეტები ან კიბორძჩხალები ინახება ამ წყალში და გარკვეული დროის შემდეგ მიიღება ე.წ. "თევზის სოუსი".
6. ტაილანდური წიწაკა, ჩვენებური უცხარესი წიწაკა, ლაიმი და ბულგარული;
7. აუცილებელია ნიახურის ფოთლებიც, რადგან ამის გარეშე ქოქოსის სუპს ვერასოდეს ვერ ექნება ის გემო - განუმეორებელი და საუკეთესო.

მომზადება: 0.5 ლიტრა წყალი (ან ქათმის ბულიონი) აადუღეთ - ჩაუშვით ლიმონის ბალახი, ლაიმის ფოთლები, გალანგა, წიწაკა. დაამატეთ 3 ჩაის კოვზი თევზის სოუსი. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15-20 წუთი. შემდეგ ამოალაგეთ ეს ყველაფერი, რაც შიგნით არის, ან გადაწურეთ (ესენი არ იჭმება). დაუმატეთ ქათმის ხორცი - 3 წუთი ადუღეთ.
შემდეგ დაუმატეთ სოკო და ისევ 3 წუთით დატოვეთ, იდუღოს. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ქოქოსის რძე. მოურიეთ. გასინჯეთ, თუ რაიმე აკლია (მარილი ან სიმწარე), დაუმატეთ თევზის სოუსი ან წიწაკა. სპეციფიური არომატისთვის კი გალანგა. ამოიღეთ სუფრაზე გასატან ჭურჭელში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული და ნიახურის ფოთლები. ცალკე მიიტანეთ წიწაკა, თხლად დაჭრილი ლაიმი და სხვა ბოსტნეული.

p.s. თუ ქათამს გამორიცხავთ - მშვენიერი სამარხვო სუპი გამოვა
 
 
 
 
 




კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1900 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar