მთავარი » 2009 » აპრილი » 13 » „ელექტროსადგური“ მუხლებზე
10:16 PM
„ელექტროსადგური“ მუხლებზე
 
                                                                    

                                                                        
 
მეცნიერთა ჯგუფი ცდილობდა გამოეგონათ ალტერნატიული ენერგიის წყარო, რაც ეს უჩვეულო აღმოჩენა გამოუვიდათ…
ანალოგიური გამოგონება წინათაც ყოფილა თუმცა მეცნიერთა ჯგუფი ცდილობდა გამოეგონებინათ მოწყობილობა რომელიც იქნებოდა გაცილებით პატარა და მოსახერხებელი.
მეცნიერებმა დაამუშავეს მოწყობილობა, რომელიც სიარულის დროს გამოიმუშავებს ენერგიას, რათქმაუნდა ეს ენერგია არ იქნება ძალიან მძლავრი თუმცა ამ ენერგიით თავისუფლად შესაძლებელი იქნება მაგალითად მობილური ტელეფონის დამუხტვა.
ელექტროობა კი გამომუშავდება სიარულის დროს, მუხლის მიერ გამომუშავებული კინეტიკური ენერგიისგან.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, მოწყობილობა დაამაგრეს ექვს ადამიანს მუხლებზე. ექსპერიმენტის დროს დამყარდა ერთგვარი რეკორდი, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ენერგია საკმარისი იყო რამდენიმე მობილურის დასამუხტად.
თუ რატომ გადაწყდა მუხლებზე „ელექტროსადგურის“ მოთავსება განმარტა ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა მაქს დონელანიმ - „კუნთები წარმოადგენს ჩვენი სხეულის „ლოკომოტივს“, ამიტომ ჩვენ დავამუშავეთ მოწყობილობა, რომელიც დაიმუხტება სხეულის ყველაზე ძლიერი და შირად გამოყენებული კუნთებისგან, რომლებიც ფეხებზე არის განლაგებული“
იგეგმება „ელექტროსადგურის“ ფართო გაყიდვა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ხელმძღვანელობამ ეს მოწყობილობა უკვე შეუკვეთა.




კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1481 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar