მთავარი » 2009 » აპრილი » 9 » Thierry Henry / ტიერი ანრი - Football - Bioghraphy Too - PFA - Football Writers’ Association
5:23 PM
Thierry Henry / ტიერი ანრი - Football - Bioghraphy Too - PFA - Football Writers’ Association
 
arse

ტიერი დანიელ ანრი (ფრანგ. Thierry Henry) (გამოითქმის [tjɛʀi ɑ̃ˈʀi], დ. 17 აგვისტო, 1977) ფრანგი ფეხბურთელი. საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას თავდამსხმელი, განთქმული სისწრაფით, გოლების გატანის რეკორდით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით.

ანრი დაიბადა და გაიზარდა პარიზის გარეუბნის ლეს ულისის, ლესონა რთულ სამეზობლოში, სადაც ის მთელ წყება ადგილობრივების მხარეს თამაშობდა როგორც დამწყები და დიდ პოტენციალსაც აჩვენებდა. ის 1990 წელს მონაკოს ყურადღების ქვეშ მოექცა და კონტრაქტიც მოკლე ხანში გაფორმდა, რითაც ანრის პროფესიული დებიუტი შედგა 1994 წელს. კარგ ფორმაში ყოფნამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია 1998-ში, რის შემდეგაც, მან კონტრაქტი იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ იუვენტუსთან გააფორმა. ნახევარმცველად ნათამაშები წარუმატებელი სეზონის შემდეგ, 1999 წელს ანრი არსენალში გადავიდა £10.5 მილიონად.

thierry-henry

ანრიმ სწორედ არსენალში დაიმკვიდრა მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სახელი. მიუხედავად თავიდან პრემიერ ლიგაში თამაშისა, მის ანგარიშზე არსენალის თითქმის ყველა სეზონში დიდი რაოდენობით გოლების ირიცხება. მისი დიდი ხნის განმავლობში მენტორისა და მწვრთნელის, არსენ ვენგერის, ხელმძღვანელობით გახდა ანრი ნაყოფიერი თავდამსხმელი და 226 გოლით ყველა შეხვედრაში, არსენალის ყველა დროის ლიდერი გოლების რაოდენობით. ფეხბურთელს მოპოვებული აქვს ორი ლიგის ტიტული და სამი FA თასი The Gunners-ებთან ერთად; ასევე, ის ორჯერ ნომინირებულ იქნა ფიფას წლის მოთამაშის წოდებაზე; ორჯერ PFA წლის მოთამაშეთა მოთამაშეს, და სამჯერ Football Writers’ Association-ის წლის ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. არსენალში გატარებული ბოლო ორი წელი ანრი გუნდის კაპიტნად თამაშობდა; მისი ხელმძღვანელობით გავიდა კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს. 2007 წლის ივნისში, არსენალში გატარებული რვა წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი საფეხბურთო კლუბ ბარსელონში £16.1 მილიონად მოხდა.

ანრიმ მსგავს წარმატებას მიაღწია საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელთან ერთადაც გაიმარჯვა ფიფას 1998 წლის მსოფლიო თასზე და ევრო 2000-ში. 2007 წლის ოქტომბერში, მან მიშელ პლატინის გაუსწრო და რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. მისი მიღწევების გათვალისწინებით, ანრი ბევრის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. თავისი გამოცდილების შედეგად, ანრი აქტიურად გამოდის ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ. მისმა ფეხბურთის სტილმა და ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ ანრი ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე მარკეტირებული ფეხბურთელია; მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნაიკის, რიბოკის, პეპსის, რენოს და ჯილეტის სარეკლამო კამპანიებში.
 
 
 
 
 




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1742 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar