მთავარი » 2009 » აპრილი » 9 » პარლამენტს ორი მაჟორიტარი შეემატა
9:47 AM
პარლამენტს ორი მაჟორიტარი შეემატა
 
 
 
                                                       
 
 
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ დეპუტატად ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი თამაზ კვაჭანტირაძე (42,72%  - 2940 ხმა), ხოლო დიდუბეში - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გურამ ჩახვაძე (65,33% - 5272-ხმა) გამოცხადდა.

3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც თბილისის ორ ოლქში გაიმართა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 ნოემბერს შეაჯამა. შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იყო - ვაკეში 7 %, ხოლო დიდუბეში 11%.

ამდენად, გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში ექვსის ნაცვლად უკვე შვიდი დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილები, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს წევრია, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ერთი წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.

ორი მაჟორიტარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 21 მაისს ვაკესა და დიდუბეში გამარჯვებულმა კანდიდატებმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

ოპოზიციურ პარტიების უმრავლესობამ და მმართველ პარტიას შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1385 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar