მთავარი » 2009 » აპრილი » 2 » დღის კოლაჟი - 2 აპრილი
4:47 PM
დღის კოლაჟი - 2 აპრილი
 
                                                         http://enews.ge/wp-content/uploads/2009/04/203797460-l.jpg
 

2 აპრილი
ხუთშაბათი
განსაცდელის ჟამს.
XIII საუკუნეში აღ.საქართველო მონღოლებს ჰქონდათ დაპყრობილი.სხვა ქვეყნების დასამორჩილებლად მტერი ქართველებსაც აიძულებდა გვერდით ყოფნას.

შვიდ წელიწადს გაგრძელდა ასასინების ციხესიმაგრის აღება.ერთ დილით მონღოლთა ბანაკში ჩაღატა ნოინი ნახეს მოკლული.ამას ქართველთა მეტი არავინ იზამდაო,-თქვეს მონღოლებმა და დაიძრნენ ქართველებისაკენ.ჩვენებმა გრიგოლ სურამელის რჩევით სამჯერ მოიდრიკეს მუხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე,შეწევნა სთხოვეს უფლის დედას, დაასრულეს ლოცვა და მტერიც კარს მოადგა,ყველა გაირინდა.

 

უეცრად იქვე ჭალიდან,სისხლით შეღებილი მახვილით ხელში,ვიღაც კაცი გამოვარდა და ხმამაღლა შესძახა:მე მოვკალი ჩაღატაო იქვე ჭალას შევაფარე თავი.როცა მკვლელი შეიპყრეს და საფარიდან გამოსვლის მიზეზი კითხეს,მან ასეთი რამ მოუყვა:როცა ჩაღატა მოვკალი,ჭალის სიღრმეში შევედი და დავიმალე.მყისვე მოვიდა ჩემთან სიტურფე აღმატებული დედაკაცი და მითხრა:”რად ჰქმენ ეს,მოჰკალი კაცი და დაიმალე,ახლა კი შენი მიზეზით მრავალი სული მოკვდებაო.ადექ და გამომყევი.მიდი მათთან და უთხარი,რომ შენ ხარ მკვლელი”.მაშინვე ავდექი და გამოვყევი თქვენამდე,მოვედი ვიყვირე და დამინახეთ,ის დედაკაცი კი უჩინო შეიქმნაო…





კატეგორია: დროის მოსაკლავი | ნანახია: 1502 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar