მთავარი » 2009 » მარტი » 29 » Google - ავტოფარეხიდან - მსოფლიოს უდიდეს კომპანიამდე
8:47 PM
Google - ავტოფარეხიდან - მსოფლიოს უდიდეს კომპანიამდე
 
Google Logo

რადგან პირველი სიახლის დამატება მიწევს „ინტერნეტი“ - ს კატეგორიაში ამიტომ გადავწყვიტე ცოტაოდენი რამ დამეწერა Google – ს შესახებ :)
გუგლის დამაარსებლებმა 25 წლის ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა სწავლას თავი დაანებეს იმ დროს როდესაც საქმე ეხებოდა სადისერტაციო ნაშრომის დაცვას სტენფორდის უნივერსიტეტში
უდიდესი კომპანიის პირველი ოფისს წარმოადგენდა ჩვეულებრივი ავტოფარეხი,  სადაც განსაკუთრებით შეიმუშავეს და დახვეწეს საძიებო სისტემის ალგორითმები. მათ შეძლეს განვითარება და მალევე მოიპოვეს პოპულარობა, ისეთ დროს როდესაც მოღვაწეობდნენ AltaVista და Yahoo! რის შემდეგაც კი ავტოფარეხიდან გუგლის სამყოფელმა კომფორტულ ოფისში გადაინაცვლა.
საბირჟო მონაცემებით გუგლი თავისი ათასობით თანამშრომლებით და ურიცხვი რაოდენობის სერვერებით უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე IBM - ი

გუგლის მისწრაფება ინოვაციისაკენ
გუგლი მომხმარებლებს საძიებო სისტემის გარდა სთავაზობს სხვადასხვა ინოვაციურ მომსახურებებს, მაგ: პერსონალურ გვერდს iGoogle, ასევე Instant Messenger Google Talk. საძიებო სისტემის ლიდერმა, Orkut - თან ერთად გააკეთა სოციალური ქსელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიის ქვეყნებში და ასევე ბრაზილიაში.
გუგლმა იყიდა ისეთი პროექტები რომლებიც თავის სფეროსთან არანაირ კავშირში არ იყო, მაგ: მსოფლიოში უკვე ცნობილი ვიდეო საიტი YouTube რომელშიც 1.65 მილიარდი დოლარი გადაიხადა ხოლო ინტერნეტ მაგაზია DoubleClick - ში კი 3.1 მილიარდი დოლარი.
გუგლი ასევე განაგრძობს სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობას და ცდილობს გაუწიოს კონკურენცია თუნდაც Microsoft - ს, ამისათვის კი მათ უკვე გააჩნიათ უფასო ანალოგიური პროგრამა როგორიცაა Microsoft Office - ი და ინტერნეტ ბრაუზერი Chrome რომლის საშუალებითაც კონკურენციის გაწევას ფიქრობენ Internet Explorer - ზე.

შემდეგში შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას, გუგლის ისტორიას -  წლეების მიხედვით, თუ რომელ წელს რას თავაზობდა თავის მომხმარებლებს...
 
 
 
 
 




კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1616 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar