მთავარი » 2009 მარტი 28 » კომპიუტერი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
9:36 PM კომპიუტერი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე | |
რაც უფრო ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგია მით უფრო შეხვდებით იმ აზრს რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ის აზრი რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ძალიან აქტუალური ხდება საზოგადოებაში და ამ ფაქტმა საკმაოდ დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეპოვა რომელიმე სამედიცინო ცენტრიდან ინფორმაციები. ამერიკის სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ რომ... ინტერნეტისა და ვიდეოთამაშებისადმი მიდრეკილება აზარტის ერთ-ერთი ფორმაა და ეს დაავადება დაემუქრება იმათ ვინც დღეში ვიდეოთამაშებზე ორ საათზე მეტ დროს ხარჯავს. ასევე მათ ვინც საათობით დროს ხარჯავს ინტერნეტში. ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გააკეთეს განცხადება რომ - „კომპიუტერის წინააღმდეგი არავინაა, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ამ დაავადებაში კომპიუტერი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. კომპიუტერთან საათობით ჯდომა მხედველობის დაქვეითებას და კუნთების ატროფიას იწვევს, სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს. ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. “ ექსპერტები ასევე ამბობენ რომ - ამ სახის ავადმყოფთა მკურნალობა საკმაოდ რთულია. ავადმყოფს მკურნალობა უწევს სტაციონარში 2-3 კვირის განმავლობაში შედარებით მძიმე შემთხვევებში. ექიმები უნიშნავენ ფსიქოტერაპულ პრეპარატებს: ანტიდეპრესანტებს, ტრანკვილიზატორებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძილის რეგულირებას და ფიზიკურ დატვირთვას, უტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, რომლითაც ისინი თვითრეგულირებას სწავლობენ. მკურნალობის ძირითადი მიზანია, ავადმყოფში გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისადმი ინტერესი. ექსპერტების აზრით ამ დაავადებების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ძალით ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |