მთავარი » 2009 » მარტი » 27 » Avitaminotic - Beriberi - ავიტამინოზი
5:10 PM
Avitaminotic - Beriberi - ავიტამინოზი
 
                                                             
 
 
ის, რისგანაც გაზაფხულზე ფრჩხილები გვემტვრევა და კანი გვიფუჭდება, მხოლოდ და მხოლოდ ავიტამინოზია - ამ დროს ორგანიზმში რომელიმე, ან რამდენიმე ერთდროულად, ვიტამინის ან მიკროელემენტის ნაკლებობაა.

დაშრევებული, იოლად მტვრევადი ფრჩხილები და გახუნებული თმა იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში რკინის, თუთიის, მაგნიუმის, სპილენძის, კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტია. მშრალი, ალერგიული წითელი გამონაყარით დაფარული კანი A, K ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინს მოითხოვს. თუ კანს რუხი ფერი დაჰკრავს, მაშინ PP ჯგუფის ვიტამინებიცაა საჭირო. როცა ტუჩები დახეთქილი გაქვთ და კუთხეებშიც ხშირად გიჩნდებათ ნახეთქები, ორგანიზმი გაფრთხილებთ, რომ ვიტამინი B2 გაკლიათ.

გთავაზობთ ნუსხას, თუ რომელი პროდუქტით ან ხილბოსტნეულით უნდა შეივსოთ ვიტამინების მარაგი:

A - საქონლის ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, რძე, სტაფილო, ასკილი;
B - საქონლის ღვიძლი, რძე, კვერცხი, სოიის ზეთი, წიწიბურა, ღორის ხორცი, მზესუმზირა, ჭვავის პური, ლობიო;
C - კაკლის მწვანე ნაყოფი, ასკილი, შავი მოცხარი, წიწაკა, მწვანე ჩაი, მარწყვი, ოხრახუში, ლიმონი, ბოლოკი, ხახვი;
D - საქონლის ღვიძლი, თევზი, კვერცხის გული, ხორცი, მცენარეული ზეთი, კარაქი;
E - რძე, სალათა, სოიის და მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი;
F - ზეითუნის ზეთი, ღვიძლი, სოკო, შოკოლადი, რძე;
H - ღვიძლი, სოკო, შოკოლადი, რძე, ბარდა, საფუარი;

თუთია - ხორცი, ხორბლის ფქვილი, ქატო;
მაგნიუმი - ნიგოზი, თხილი, პარკოსნები, ბურღულეული;
ფოსფორი - ლობიო, ნუში, ჩაი, თევზი, წიწიბურა, კვერცხი;
კალციუმი - თხილი, ისპანახი, მზესუმზირა, ჩაი, ლობიო, ნიორი;
იოდი - თევზი, ზღვის კომბოსტო, კივი, მწვანე კაკლის ნაყოფი.
 
 
 
 




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 53172 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 Stephenpab • 5:31 AM, 2014-03-31
123
ComForm">
avatar