მთავარი » 2009 მარტი 27 » თირკმელკენჭოვანი დავაადებები
3:09 PM თირკმელკენჭოვანი დავაადებები | |
შარდით ორგანიზმიდან გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო და შხამიანი ნარჩენები. ამ ნივთიერებებს შარდი ზენაჯერი კონცენტრაციით შეიცავს. მათ დალექვას აკავებს ე.წ. დამცველი კოლოიდები. ამიტომ არის, რომ ახლადმიღებული გამჭვირვალე შარდი ჰაერზე დგომისას და გაცივების შემდეგ ნალექს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ნალექის გამოყოფა მოხდა საშარდე გზებში, წარმოიშობა კენჭები. კენჭები სხვადასხვა შემადგენლობისაა. იგი შეიძლება შეიცავდეს შარდმჟავას, (ურატი), მჟაუნმჟავას (ოქსალიტი), კალციუმს, ფოსფორს. კენჭი იშვიათად ერთეულია, უფრო ხშირად კი მრავლობითი.
თუ კენჭი თირკმლის ფიალებში ან მენჯშია, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებდეს ავადმყოფს. ადამიანი მაშინ შეიგეძნობს ავადმყოფობას, როდესაც კენჭი დაიწყებს მოძრაობას, გადაადგილდება შარდსაწვეთისაკენ, გააღიზიანებს, გაკაწრავს ლორწოვანას, გამოიწვევს შრდსაწვეთი კუნთების სპასტიკურ შეკუმშვას და შარდის შეგუბებას, რასაც მოჰყვება მის ზემოთ მდებარე შარდსაწვეთის ნაწილის და თირკმის მენჯის დაჭიმვა. ეს ყველაფერი გამოვლინდება თირკმის ჭვალის სახით. ჭვალის შეტევა იწყება უეცრად, ზოგჯერ სიმძიმის აწევის, ბევრი სიარულის, ფიზიკური დაღლის, ემოციური დაძაბვის, გაცივების შემდეგ. ადამიანი წელის არეში (დაავადებულ მხარეზე) გრძნობს ძლიერ ტკივილს, რომელიც ვრცელდება წინ და ქვევით, შარდსაწვეთის მიმართულებით, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყის შიგა ზედაპირისაკენ. ტკივილი აუტანელია, ხან ძლიერდება, ხან კი რამდენადმე მცირდება, ავადმყოფი მოუსვენრადაა, ადგილს ვერ პოულობს, ტრიალებს ლოგინში, ხან წამოდგება, ხან დაწვება. ამავე დროს აღენიშნება დიზურიული მოვლენები: შარდვა გახშირებულია, შარდის რაოდენობა კი შემცირებულია. შარდვას თან სდევს წვის შეგრძნება და ტკივილი შარდსადენში. არც თუ იშვიათია გულისრევა და პირღებინება. შეტევის დროს და მის შემდეგ შარდი შეიცავს სისხლს, რაც ზოგჯერ მას ფერითაც ეტყობა, უფრო ხშირად კი ლაბორატორიული გამოკვლევებით დგინდება. ზოგჯერ ავადმყოფი შარდთან ერთად პატარა კენჭებსაც გამოყოფს. შრდ-კენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ადამიანს აქვს ტკივილი წელის არეში, არ შეიძლება, რადგან მსგავსი მოვლენები შეიძლება მრავალმა სხვა ავადმყოფობამ მოგცეს. დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ ექიმს ავადმყოფის გასინჯვის, შარდის ანალიზის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის და შესაფერის შემთხვევებში სპეციალური უროლოგიური მეთოდების გამოყენებით. შარდ-კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკა გულისხმობს ზოგად ღონისძიებებს, რაც მოიცავს მოწესრიგებულ კვებას, საკმაო რაოდენობით სითხის მიღებას, ცხოვრების და შრომის მოწესრიგებულ რეჟიმს, ფეხით სიარულს, ფიზკულტურას, ფიზიკურ შრომას. როდესაც შარდი მჟავე რეაქციისაა და შეიცავს შარდმჟავა მარილებს (ყრატებს), ავადმყოფი უნდა ერიდოს ხორცს, შიგნეულის, თევზეულის ჭამას, მათ ნახარშებს, ყავას, შოკოლადს. საკვები უნდა შეიცავდეს პურეულს, ცხიმს, ყველს, კვერცხს, პომიდორს, ბლომად ბოსტნეულს და ხილს. თუ შარდში ბევრია კალციუმის მარილები (ოქსალატები, ფოსფატებისა და კარბონატების სახით), უნდა შეიზღუდოს რძე, ყველი, კარტოფილი. საკვებად ეძლევა ბრინჯი, ბურღულეული, ცხიმი, ხორცი, თევზი, კიტრი, ლიმონი ან ლიმონმჟავას შემცველი სიროფი, ტკბილეული. თუ შარდში ბლომად ოქსალატებია, ავადმყოფი უნდა ერიდოს მჟაუნას, სალათს, ჭარხალს, სტაფილოს. ავადმყოფმა დღეში უნდა მიიღოს 1.5-2 ლიტრი სითხე. თირკმლის ჭვალის შეტევის დროს საჭიროა ექიმის გამოძახება. ს ტ ა ფ ი ლ ო * 1 სუფრის კოვზ სტაფილოს თესლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და აჩერებენ შეფუთულს 12 სთ. შემდეგ წურავენ, სვამენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 5-6-ჯერ ჭამამდე. * სტაფილოს თესლს ფქვავენ და 1 გ ფხვნილს ღებულობენ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. იხსნება ქვები, იდევნება თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან. ლ ი მ ო ნ ი ყოველ დილას უზმოზე 1/2 – 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ურევენ 1 ცალ ლიმონის წვენს და სვამენე. ამასთანავე დღეში რამდენჯერმე ღებულობენ სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის ცოცხალი წვენების ნარევს. მკურნალობა გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ა ს კ ი ლ ი ს ძ ი რ ე ბ ი 2 სუფრის კოვზ ასკილის ძირებს ხარშავენ 2 ჩაის ჭიქა წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. სვამენ დღეში 4-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას 1 კვირის განმავლობაში. ბ ო ლ ო კ ი ბოლოკის ცოცხალ წვენს ურევენ იმავე რაოდენობის თაფლში და ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ 20-40 წუთით ადრე ჭამამდე. მ ა რ წ ყ ვ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი ვისაც აქვს ქრონიკულად შარდ-კენჭოვანი დაავადება, პერიოდულად უნდა სვას მარწყვის ფოთლების ნახარში. 1 სუფრის კოვზი ფოთელი იხარშება 1 ჭიქა წყალში 5-10 წთ. ღებულობენ ჩაის ჭიქით დღეში 3-ჯერ ჭამამდე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |