მთავარი » 2009 » მარტი » 26 » ტაქტიკური კომპიუტერი
2:41 PM
ტაქტიკური კომპიუტერი
AXON-ის ეს ტაქტიკური, საბრძოლო მოწყობილობა წესრიგის დამცველებსა და პოლიციას ნამდვილად გამოადგებათ დამნაშავეებთან ბრძოლაში. ეს ტაქტიკური კომპიუტერი უზრუნველყობს აუდიო და ვიდეო მასალების სწრაფ და მინიმალურ დროში შეგროვებას…
ესაა მინი კომპიუტერი, რომელიც პოლიცელისათვის ისეთივე ყოველდღიურ საჭირო ნივთს უნდა წარმოადგენდეს, როგორიცაა იარაღი. ის შედგება რამოდენიმე ნაწილიგან: ესაა HEADCAM, რომელიც ჩვეულებრივ ყურთასმენს გავს. მისი საშუალებით პოლიციელს კამერით შეუძლია დაინახოს და გაიგოს ყველაფერი რაც ხდება მის გარშემო 360 გრადუსით, ხედვის სრული სპექტრით.

მეორეა ATC – AXON TACTICAL COMPUTER, PDA-ს ტიპის გაჯეტი, LCD ეკრანითა და ლინუქსის ოპერაციული სისტემით. მისი საშუალებით ხდება ვიდეო და აუდიო მასალის ჩაწერა რასაც ყურთასმენი აფიქსირებს, და მესამე SYNAPSE ETM - Evidence Transfer Manager, რითაც თითის ერთ დაჭერით წამიერად ხდება მონაცემთა ბაზაში ამ ინფორმაციის გაგზავნა და შენახვა, შემდგომ კი ამ კომპრომატებით სასამართლო იხელმძღვანელებს რეალური დამნაშავის ვინაობაის დასადგენად და სწორი განაჩენის გამოსატანად.
 
 
 

              

                  

     
       




კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1546 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar