მთავარი » 2009 » მარტი » 24 » შეცვლა არ შეცვლა, საკითხავი აი ეს არის
4:12 PM
შეცვლა არ შეცვლა, საკითხავი აი ეს არის

უფრო ზუსტად საუბარია არა მთელ ტექსტზე, არამედ მარტო იმ სტრიქონზე, სადაც აშკარად ისმის რუსეთის პრემიერის სახელი.
იმის და მიუხედავად, რომ სულმუდამ გაიძახიან – ეს კონკურსი არ არის პოლიტიკურიო, კონკურსის ორგანიზატორებმა მაინც მიიღეს აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს უდავოდ მეტყველებს რუსეთის ზეწოლაზე, ამას კი ისიც ადასტურებს, რომ კომისია არ დაელოდა 16 მარტს, როდესაც ოფიციალურად უნდა განხილულიყო მონაწილეთა განაცხადები და გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღო.
როგორც ჩანს, ევროპელები ამ სიმღერის გარშემო ატეხილმა აურზაურმა უფრო შეაშინა, ვიდრე კალინინგრადიდან მათზე დამიზნულმა “ისკანდერებმა”.
ნეტა რას ფიქრობს თვითონ სტეფანე?
ალბათ მანაც და მისმა მომხიბლავმა ვოკალისტ–გოგონებმაც თავისუფლად ამოისუნთქეს. მათ ხომ გრანდიოზული სკანდალის შედეგად თავისას უკვე მიაღწიეს, მოიპოვეს პოპულარობა და უამრავი მიმზიდველი წინადადება ისე მიიღეს უცხოეთიდან, რომ ჯერ არაფერი უმღერიათ, თუ არ ჩავთვლით საქართველოს პირველი არხით გადაცემულ შესარჩევ კონკურსს, სადაც ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ საერთო უფერულ ფონზე.
შეიძლება დაისვას კითხვა – მერე და რა არის ამაში ცუდი? პირიქით, სკანდალი შოუ–ბიზნესში არის ძალიან მძლავრი რეკლამა და ყველა, ვისაც კი შეუძლია, ცდილობს გაეხვიოს რაიმე სკანდალურ ისტორიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკონ მათზე. აქ ყველა ხერხი გამართლებულია. ატეხო ხმაური იმისათვის, რომ მიიპყრო აუდიტორიის ყურადღება და დამატებითი შანსი მიიღო გამარჯვებისათვის – ეს ახალი არ არის, და ამიტომაც მკაცრად არავინ არ უნდა განვსაჯოთ.
მაგრამ სულ სხვა რამეა აქ საინტერესო: მართლა აპირებდნენ თუ არა სტეფანე და კომპანია კონკურსზე წასვლას?
თუ აპირებდნენ, მაშინ ალბათ ისიც გაითვალისწინეს, რომ შოუ–სკანდალებსაც აქვს თავისი წესები და მათაც სჭირდება კარგად მოფიქრებული სცენარი.
როგორც ცნობილია, “ევროვიზიის” წესების თანახმად კონკურზე არ დაიშვება პოლიტიკური ქვეტექსტიანი სიმღერები. თვითონ ფრაზა «We Don’t Wanna Put In» სულაც არ შეიცავს არანაირ პოლიტიზირებულ კონტექსტს. მერე რა, რომ ვიღაცამ ის სხვაგვარად გაიგო? ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება როგორც უნდათ ისე გამოთქვან თავიანთი აზრი, ჩვენ კი უცოდველი სახით უნდა გამოვხატოთ გაკვირვება: კი მაგრამ რა შუაშია აქ პუტინი?
მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორდენოსანი სტეფანე და მისი ბექ–ვოკალი მთელი კვირის განმავლობაში ყველა ქართული ტელეარხით გვიმტკიცებდნენ, რომ რაღაცა პროვოკაცია აქვთ მომზადებული. მოდი და ამის მერე შეეკამათე საკონტროლო ჯგუფს ჟენევაში!
ბოლოს და ბოლოს რა მიზანი ამოძრავდათ მათ? კონკერსზე გამარჯვება, რაც მომხდარის მერე საკმაოდ რეალური იყო? თუ უბრალოდ თავისი პოპულარობის გაზრდა სურდათ?
დღევანდელი კრიზისის პირობებში, ალბათ, თვითონ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩსაც ძალიან აწყობდა ეს ხმაური, რადგან მას კიდევ ერთხელ გაუჩნდა თავისი მომხრეების გაერთიანების საშუალება. სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკას ბევრი რამ აქვს საერთო შოუ–ბიზნესთან, სკანდალების ჩათვლით.
გამოდის, რომ ყველა დარჩა მოგებული.
მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?
ჩვენ ვიღაცას ნემსით ვუჩხლიტეთ, პასუხად კი კიდევ ერთი სილა გაგვაწნეს. უფრო მეტიც, როგორც პატარა ბავშვს, გომოსწორების ვადა დაგვიწესეს – სწორედ ამიტომ განიხილა ეს საკითხი საკონტროლო ჯგუფმა ერთი კვირით ადრე.
ასე რომ, ჩვენ ეხლა იმის არჩევანიც აღარა გვაქვს, წავიდეთ თუ არ წავიდეთ.
ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ დამამცირებელი გადავწყვეტილების უფლება დაგვრჩა, შევცავალოთ თუ არა სიმღერის ტექსტი.

 

 

 

 

 





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1482 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar