მთავარი » 2009 » მარტი » 24 » ყველი მხოლოდ სათაგურშია უფასო
4:10 PM
ყველი მხოლოდ სათაგურშია უფასო

ქართულ მედია-სივრცეში კიდევ ერთი სკანდალი მწიფდება, უფრო სწორად, უკვე მომწიფდა. ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა ინგა გრიგილიამ, რომელიც შეთავსებით საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირქტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ განაცხადა. თანაც, ეს განცხადება სპეციალურად ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, თითქოს გამოცდილი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოღვაწე ყოფილიყო.
მიზეზი?
გრიგოლიას თქმით, მას არ მისცეს უფლება ეთერში გაეშვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სკანდალურად ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ. ოქრუაშვილი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, სადაც მას საფრანგეტის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
მართალია, როგორც პოლიტიკოსმა, ოქრუაშვილმა საკუთარი თავის გამოჩენა ვერ მოასწრო. 2007 წლის შემოდგომაზე ეს-ეს იყო პარტია შექმნა და დაიწყო ხელისუფლების ლანძღვა (რომლის აქტიური წევრი იყო 4 წლის განმავლობაში), ის დააპატიმრეს. მანამდე კი ოქრუაშვილმა მოასწრო ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში გამოსვლა იმავე ინგა გრიგოლიას გადაცემაში. მან საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომელიც იმ პერიოდში ”იმედს” ფლობდა, ტერორისტული აქტის მომზადებაში დაადანაშაულა.
დაპატიმრების შემდეგ ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი აკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს. ის ხან უარყოფს საკუთარ სიტყვებს, ხან ადასტურებს. ბოლოს და ბოლოს მას გირაოთი ათავისუფლებენ და მოგვიანებით ირაკლი ოქუაშვილი პარიზში აღმოჩნდება.
ტელეკომპანია ”იმედი” 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია, ხოლო ინგა გრიგოლია ახალი ტოკ-შოუთი ”რუსთავი-2”-ზე გადაბარგდა. თუმცა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ტელეგადაცემას ამზადებს სტუდია «ТВС», ხოლო ოდიოზური ”რუსთავი-2” მას უბრალოდ ეთერში უშვებს.
როგორც ცნობილია, თანამედროვე ტელეკომუნიკაციების შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა. ამიტომ 4 ათასმა კილომეტრმა, რომელიც პარიზს თბილისიდან აშორებს, ხელი არ შეუშალა ირაკლი ოქრუაშვილს ისევ გამოჩენილიყო ქართველი მაყურებლის ცისფერ ეკრანებზე. და ისევ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ახლა უკვე ”რუსთავი-2”-ის ეთერში. რა თქმა უნდა, გრიგოლია ინტერვიუს მხოლოდ ექს-მინისტრებისგან არ იღებს. თუმცა ოქრუაშვილი შესაშური რეგულარობით სწორედ მის ტოკ-შოუებში მონაწილეობს.
ამჯერად, 8 მარტს, ტრანსლაცია ჩაიშალა უკვე პირველი არხის ტოკ–შოუში, და გრიგოლიამ ოქრუაშვილის აზრი ვერ მოისმინა. თუმცა, თუ მისი წინა საუბრების შინაარსს გავიხსენებთ და, ასევე, თვალს გადავავლებთ სამთავრობო სანაყრეს ჩამოშორებული სხვა ჩინოვნიკების აზრებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაზე, და ვის შესახებ ილაპარაკებდა ყოფილი მინისტრი.
მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა. როგორც თავად გრიგოლია აცხადებს, ოქრუაშვილის ინტერვიუს ვეტო პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა დაადო. ნიშანდობლივია ისიც, რომ გრიგოლიას მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები, მათ შორის თავად პირველი არხის ჟურნალისტებიც, სადაც გრიგოლია განაგრძობს მუშაობას. როგორც თავად ინგა გრიგოლია განმარტავს, ის მხოლოდ ადმინისტრაციული თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ არა აქვს უფლება დახუროს გადაცემა, რომელსაც ”ათასობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს”.
სხვა საქმეა, როგორ შეხედავს ამას არხის ხელმძღვანელობა. ოფიცილური განცხადებები ჯერ არ ყოფილა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი არ არის, კულუარებში რა მოძრაობები დაიწყო. ერთი მხრივ, ხელისუფლებას აშკარად აღიზიანებს სკანდალურად ცნობილი ტელეწამყვანის პოზიცია. მეორე მხრივ კი, გადაცემის დახურვის შემთხვევაში, ისევ დაიწყება საუბარი ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შელახვის შესახებ.
თავად გრიგოლია რას აპირებს? სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც კი შიმშილი მას ნამდვილად არ ემუქრება. რა თქმა უნდა ის ნიჭიერი და ძალზე პოპულარული ჟურნალისტია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არსებული ინფორმაშიით ინგა გრიგოლიას მის გადაცემებში ქართული მედია სივრცის და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის სრულიად არაადეკვატურ ფულს უხდიდნენ. ყველი კი, როგორც ამბობენ, მხოლოდ სათაგურშია უფასო.
თქვენ რა, გინდათ მთავრობამ უზარმაზარი თანხები გადაგიხადოთ და ამ ფულითვე ლანძღოთ ეს მთავრობა? ნურას უკაცრავად! თქვენ ამბობთ, რომ კანონი არ კრძალავს? ჩვენ კანონსაც მივიღებთ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისნაირ პირებს, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის დევნა გრძელდება, ტელეეკრანებზე გამოჩენას აუკრძალავს.
რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ინგა გრიგოლია? ის ალბათ თავის სამსახურს უფრთხილდება, მაგრამ, ამასთანავე, მამაცი და ობიექტური ტელეწამყვანის იმიჯთან დამშვიდობებაც არ სურს.
ირაკლი ოქრუაშვილი კი ალბათ მიირთმევს ვისკის თავის კომფორტაბელურ გადასახლებაში და იღიმის. ახალს ის ეთერში ვერაფერს იტყოდა, და ისე, მორიგი სკანდალის შემდეგ, შეიძლება მოახერხოს კიდეც დიდ პოლიტიკაში დაბრუნება.





ნანახია: 1512 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar