მთავარი » 2009 » მარტი » 24 » Jayne Casey - Pink Industry and no pink life
4:07 PM
Jayne Casey - Pink Industry and no pink life


და ამ დროს პარალელურად, იმავე ქალაქში, მე ვიტყოდი, იმ დროის ყველაზე არატიპური ფემინისტი ვოკალისტი Jayne Casey, გეი-კლუბში იწყებს სიმღერას. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მას და მის ჯგუფს უშვებენ. ჯეინმა კარგად იცის, რომ იანისა და ჯულიანისთვის საოცრად ადვილია სიმღერა და პოპულარობა, რადგან rock&roll-ის ფორმულა მკვეთრად მასკულინურია, ამ დროს კი, თავად დაჟინებით სურს იყოს “ელექტრონიკის ედიტ პიაფი” (მისივე სიტყვებით). ორმაგი დაბრკოლება: არა-male და არა-Rock-oriented არტისტი. მაშინ, როცა დღევანდელობისგან განსხვავებით არც FL გაქვს და ვერც 2 წუთში აკეთებ ელექტრონულ სემპლებს, როცა ძალიან რთულია ამ ჟანრში მუშაობა და დრამერსაც კი ვერ პოულობ, როკის გავლენა რომ არ ჰქონდეს. როცა ხალხს აცვია მაისურები შენი გამოსახულებით და დაგცინიან, უბრალოდ მათ სძულხარ. თუმცა ჯეინს ურჩევნია იცინოს ამაზე და დარჩეს just into “camping out”. ის მიზანმიმართულად ცდილობს თავისი სურვილის განხორციელებას ჯერ Pink military-ში, რასაც მოყვება Big in Japan და ბოლოს Ambrose Reynolds-თან ერთად Pink Industry. მისი დაჟინებული სურვილი კი არის, იპოვოს სივრცე ელექტრონიკისთვის როკით ‘გაჭედილ’ სცენაზე, იპოვოს გამოხატვის განსხვავებული საშუალება, რაც იქნება ძალიან Female (ო, არა, არანაირი ტიპური სექსუალური female, მისთვის ხომ ეს უბრალოდ სასაცილოა. რას ნიშნავს ჯეინის გაგებით ეს სიტყვა, იხილეთ/მოისმინეთ ქვემოთმოცემულ ალბომში:) ) მას არ უნდა ‘იოლად გავიდეს ფონს’ და აირჩიოს მაგალითად პატი სმიტის გზა, რომელიც კარგად მოერგო male-rock ფორუმულას და ამის გამო გახდა ძალიან პოპულარული. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ჯეინი არ ცდილობს პოსტ-პუნკის ტიპური ჩარჩოს შექმნას და თავისებური ექსპერიმენტებით და ინდუსტრიალის სანელებლებით უხვად აჯერებს. მისი ვოკალი კი იმდენად შარმიანია, რომ ‘კლასიკოს’ მაიკლ ნაიმანსაც აოცებს. მაიკლი დაჟინებით ურჩევდა არასოდეს დაემატებინა სხვისი ვოკალი თავის სიმღერებში. ეს ქმნიდა ძალიან ინტიმურ და ნახევრად-ლაპარაკის ეფექტს.
წლების შემდეგ, როცა ამ ყველაფერს ერთერთ ინტერვიუში იხსენებს, ჯეინი ამბობს, რომ ეს არასტანდარტულობა იყო მიზეზი, რომ იმ დროს მსმენელმა მას ვერ გაუგო. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილია რთული არჩევანით. 70 - იანების ეს მარგინალი მეამბოხე ქალბატონი დღესაც ასე სასიამოვნოდ გამოიყურება : )

ჯეინი მთლიანად ლივერპულის კულტურულ ცხოვრებაშია ჩართული და ახალგაზრდა შემოქმედებს ეხმარება , როგორც თვითონ ამბობს :
“It just shows that radical young people grow up to make changes. The challenge for a modern city is that it’s easy to deal with culture as a heritage issue, but much harder in all its reality and rawness. As someone who grew up in popular culture, that’s a role I can play.”

New Naked Technology წარმოადგენს რეტროსპექტივას, რომელიც 1995 წელს გამოიცა და მასში შესულია Pink Industry-ს ადრეული 80-იანი წლების ნამუშევრები





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1560 | დაამატა: artak | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar