მთავარი » 2009 » მარტი » 21 » ექიმის ფიცი
8:37 PM
ექიმის ფიცი



ექიმის ფიცი


ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, საზეიმოდ ვფიცავ:

  • ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს;
  • ღირსეული პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს;
  • კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა;
  • პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმთავრეს საზრუნავად;
  • შევინახო ჩემთვის მინდობილი საიდუმლო პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი;
  • შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო საექიმო პროფესიის კეთილშობილური ტრადიციები;
  • კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად;
  • არ დავუშვა პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აღმსარებლობის, რასის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ზეგავლენა ჩემი პროფესიული მოვალეობის აღსრულებაზე;
  • კვლავაც უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს მისი ჩასახვისთანავე, ვერავითარმა ძალამ ვერ მაიძულოს გამოვიყენო სამედიცინო ცოდნა კაცთმოყვარეობის კანონების წინააღმდეგ;

ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და უანგაროდ.

მიიღო:

- მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ, ჟენევა, შვეიცარია, 1948წლის სექტემბერი.

განაახლა:

- 22-ე მსოფლიო სამედიცინო ასამბლეამ, სიდნეი, ავსტრალია, 1968 წლის აგვისტო;

- 35-ე მსოფლიო სამედიცინო ანსამბლეამ, ვენეცია, იტალია, 1983 წლის ოქტომბერი;

- მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის 46-ე გენერალურმა ასამბლეამ, სტოკჰოლმი, შვედეთი, 1994 წლის სექტემბერი.










კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 2481 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar