მთავარი » 2009 » მარტი » 12 » ტერორიზმი
1:13 PM
ტერორიზმი
 
                  
 
ძალიან ცოტა სიტყვა გამოიყენება ყოველდღიურ საუბარში ისე ხშირად, როგორც ტერორიზმი.
ძალიან ბევრ ადამიანს ესმის დღის განმავლობაში ეს სიტყვა და ძალიან ბევრს აწუხებს “ტერორიზმი”,
თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა და ამაში “წვლილი” მედიასაც მიუძღვის.
ჟურნალ–გაზეთები და ტელევიზიები, რომელიც რეალურად ტირაჟის გაზრდითა და მაყურებლის მოზიდვით უფრო ა რიან დაინტერესებულნი, ვიდრე მაყურებლისათვის ნამდვილად სასარგებლო ინფორმაციის შეთავაზებით. ისინი ამ აჟიტირებულ სიტყვას ხმარობენ ყოველ წამს: მოხდება ქურდობა, ბანკის ძარცვა, შენობის აფეთქება, აფთიაქებში ვადაგასული წამლების გასაღება თუ სხვა ნებისმიერი რამ, რომელიც თუნდაც უმცირეს ძალადობას შეიცავს, ცხადდება “ტერორიზმად”, რადგანაც მსოფლიოში ეს სიტყვა ძალიან კარგად “იყიდება”. ყველაფერი, რასაც შედეგად მოჰყვება ვინმეს სიკვდილი, დასახიჩრება თუ დაშინება, არ აქვს მნიშვნელობა ბანდიტების ჩადენილია, სამხედრო ძალების, მძარცველების თუ სხვა ნებისმიერის მიერ, ფასდება “ტერორიზმად”.
ტერორიზმი უდავოდ პოლიტიკურ ცნებაა. ის პირდაპირ კავშირშია ძალასთან: ძალის მოპოვებისაკენ სწრაფვა, ძალიან მოპოვება, ძალის გამოყენება რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ტერორიზმი არის ძალადობრივი, ან ძალადობასთან გათანაბრებული ქმედება, რომელიც გამოიყენება რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ან ემსახურება პოლიტიკურ მიზანს. შეგვიძლია მოვიშველიოთ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი, რომლის მიხედვითაც “ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაიტანოს და განახორციელოს თავისი იდეები და მიზნები იძულებითი და ძალადობრივი მიზნებით” არის ტერორისტი. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება ტერორიზმის შესახებ: ის არის დაგეგმილი, წინასწარ გათვლილი და აუცილებლად სისტემური აქტი. “სისტემური” აქტში იგულისხმება, რომ მას აქვს სისტემატიური და სისტემური ხასიათი, მიმართულია სისტემის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო ინფორმაცია მოვიპოვეთ ტერორიზმის შესახებ, მაინც ძნელია მისი ზუსტი განსაზღვრების ჩამოყალიბება. იქნებ იმიტომ, რომ მან მნიშვნელოვანი ცვილებები განიცადა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში?
რატომ არის ტერორიზმის ცნების განსაზღვრა ძნელი
ტერორიზმმა ბოლო ასწლეულის მანძილზე დიდი ცვილებები განიცადა. რამდენიმე ათეული წლით ადრე შეიძლება ასე არც გაგვჭირვებოდა მისი ზუსტი განსაზღვრა. ადრე ტერორისტები თავიანთ თავს უწოდებდნენ კიდეც “ტერორისტებს” და არ ცდილობდნენ თავიანთი ვინაობა და ქმედებები შეენიღბათ ისეთი ტერმინებით, როგორიცაა “თავისუფლებისათვის მებრძოლი” და “პარტიზანი”. მე–19 საუკუნის ანარქისტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ტერორისტები არაინ და მათი ქმედებები და მიზნის მიღწევის საშუალებები იყო ტერორისტული. აგრეთვე, რუსული მოძრაობა “ნაროდნაია ვოლია”–ს (“ეროვნული ნება”) წევრებიც არ უარყოფდნენ თავიანთ ტერორისტობას. მაგრამ ასეთი “გულწრფელობა” დიდხანს არ გაგრძელებულა. 1940–იან წლებშ მოქმედი ებრაული ტერორისტული დაჯგუფება Lehi (Lohamei Herut Yisrael, “ისრაელის თავისუფლებისათვის მებრძოლნი. ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ხშირად უწოდებენ სტერნის ბანდას, მისი დამაარსებლისა და პირველი ლიდერის აბრაამს სტერნის (Abraham Stern) გამო) შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ ტერორისტულ დაჯგუფებად, რომელიც აღიარებდა “ტერორისტულობას”, მაგრამ ისინი საკუთარ ორგანიზაციას უწოდებდნენ არა “ისრაელისათვის ტერორისტ მებრძოლებს”, არამედ “ ისრაელის თავისუფლებისატვის მებრძოლთს”. 1960–70–იან წლებში ბრაზილიელი რევოლუციონერი კარლოს მარიგელა (Carlos Marighela) საკუთარ თავს არა ტერორისტს”, არამედ პარტიზანს უწოდებდა. მას სურდა მისი მისამართით ისეთი სიტყვა გამოეყენებინათ, რომელსაც რადიკალურად უარყოფითი მნიშვნელობა არ ექნებოდა. თავის წიგნში “პარტიზანული ომის სახელმძღვანელო” (აგრეთვე ცნობილია, როგორც “მინი–სახელმძღვანელო”) მარიგელა წერდა: სიტყვები “აგრესორი” და “ტერორისტი” უკვე აღარ ნიშნავს იმას, რასაც ის ხალხი აკეთებს, რომელთაც მიკერებული აქვთ ეს იარლიყები. ბრაზილიაში აგრესორი და ტერორისტი რომ გიწოდონ, ეს კომპლიმენტია, რადგანაც ეს ნიშნავს რომ იბრძვით იარაღით ხელში, ახლანდელი დიქტატურის საშინელებისა და სისასტიკისა და მისი მიზეზების წინააღმდეგ.”
“ტერორიზმს”, როგორც ტერმინს აქვს დამამცირებელი მნიშვნელობა, რის გამოც ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია თავიანთ საელწოდებებში საერთოდ არ იყენებს ამ სიტყვას. ტერორისტული ორგანიზაციების ზოგადი სახელწოდებებში შეინიშნება შემდეგი ტენდენციები:
ისეთი სიტყვების ხმარება, როგორებიცაა “მშვიდობა” და “განთავისუფლება” (Freedom & Liberty - National Liberation Front, Popular Front for the Liberation of Palestine, Freedom for the Basque Homeland. . .)
არმიისა და ზოგადად სამხედრო სტრუქტურების სახელების მითვისება (National Military Association, Popular Liberation Army, Fifth Battalion of the Liberation Army)
ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც გულისხმობს თავდაცვას ან რაიმე ღირებულებ(ებ)ის დაცვას (Afrikaner Resistance Movement, Shankill Defence Association, Organization for the Defence of the Free People, Jewesh Defence Organization)
ისეთი სახელწოდებების გამოყენება, რომლებიც მიუთითებენ სამართლიან შურისძიებაზე (Organization for the Oppressed of Earth, Justice Commandos of the American Genocide, Palestinian Revenge Organization)
აგრეთვე შეიძლება ისეთი ორგანიზაციების გამოყოფა, რომელთაც ნეიტრალური ან ისეთი მნიშვნელობა, აქვთ რომლებიც აგრესიას არ გამოხატავენ: Shining Path (გაბრწყინებული გზა), Front Line (ფრონტის ხაზი), al-Dawa (მოწოდება), Alfaro Lives – Damn It!, Kach (აი ასე), al-Gamat al-Islamiya (ისლამური ორგანიზაცია), Lantero Youth Movement (ლანტეროს ახალგზარდული მოძრაობა).
აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტერორისტები ტავად არ ცნობენ მათ ქმედებებს, როგორებიც მათ სხვები აფასებენ. როდესაც საფრანგეთში დააკავეს ძალიან ცნობილი ტერორისტი კარლოსი, მეტსახელად “ტურა”, მან ფრანგულ გაზეთებს განუცხადა, ერთი (ბუნჩულა) ოჯახის კაცი ვარო. ტერორისტები თავიანთ თავს აფასებენ, როგორც იძულებითი წესით მებრძოლთ, რომელთაც სხვა გზა არ დაუტოვა ან მხეცურმა ხელისუფლებამ, ან დაპირისპირებულმა ხალხმა, ან რაიმე პოლიტიკურმა ძალამ და მათ სხვა გზა არ აქვთ, თუ არა რომ იბრძოლონ იარაღით ხელში. ტერორისტები სხვა უკანონო საქმეებით დაკავებული ხალხისგან სწორედ იმითიც განსხვავდებიან, რომ თავიანთ საქმის უკანონობას არ ცნობენ, ან თუ ცნობენ – გამართლებულად თვლიან. ტერორისტებს რომ ჰკითხოთ, “ტერორისტები” სწორედ არიან მთავრობები, საერთაშორისო სისტემა, სოციალ–ეკომონიკური სისტემა, ზოგადად ხალხი, უცხოპლანეტელები და ა.შ.
ტერმინი “ტერორიზმი” ხშირად იხმარება მათ მიმართ, რომელთა იდეებს, ქმდებებს არ იზიარებენ. ბრაიან ჯენკინსი (Brian Jenkins): “თუ რა შეფასდება ტერორიზმად, დამოკიდებულია შემფასებლის მსოფლმხედველობაზე. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას. თუ ვინმემ მოახერხა და ოპონენს მიაკერა ტერორისტის იარლიყი, ეს მის იდეურ გამარჯვებას ნიშნავს და იმის მანიშნებელია, რომ მან მოახერხა სხვების დარწმუნება საკუტარი პოზიციის მართებულობაში”. შესაბამისად ტერორისტად შეფასება წმინდა სუბიექტური საკითხია.
თუ ვინმე საკუთარ თავს ძალადობის მსხვერპლად აღიქვამს, მაშინ ძალადობის აქტი ტერორიზმად ფასდება, მაგრამ თუ საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც დამნაშავეს, მაშინ ძალადობის აქრი შეიძლება შეფასდეს უფრო რბილად, შესაძლოა პოზიტიურადაც კი (ყველაზე უარეს შემტხვევაში პროვოკაციულად) და არა ტერორიზმად.
მიდგომას, სადაც მსხვერპლად იდენტიფიკაცია განსაზღვრავს ძალადობის ტერაქტად შეფასებას, შეიძლება მივაკვლიოთ NATO-ს (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩამყალიბებულ ერთგავ სტატუს–კვოს) კომისიების დასკვნებში. 1989 წლის ჩრდილო ატლანტიკური ასამბლეის სუბკომიტეტის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: “მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის გახსნა და სხვა არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენენ კრიმინალურ აქტს, მაგრამ მრავალი არადასავლური სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ტერაქტები სინამდვილეში წარმოადგენენ თავისუფლებისათვის ბრძოლის საშუალბას”. ამ შემთხვევაში ტერორიზმის მთავარ შეფასებას წარმოადგენს ზალადობა და არა მოტიცავია ან მიზნები.
NATO–ს კომიტეტის განმარტება არ გამოგვადგება, რადგან ის სახელმწიფოების მიერ და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩადენილ ძალადობას ერთსა და იმავე კომტექსტში ათავსებს: ცხადია უდიდესი განსხვავებაა კუსტარულად გაკეთებულ ბომბს შორის, რომელიც პლასტიკატის ყუთშია მოთავსებული და უჩუმრად არის შეჩურთული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ბოლო თაობის ბომბს შორის, რომელსაც სუპერთანამედროვე თვითმფრინავი აგდებს 7 000 მეტრის სიმაღლიდან. მაგალითისთვის გამოდგება Luftwaffe–ს (გერმანიის საჰაერო ძალების სახელწოდება მეორე მსოფლიოს ომის დროს, პირდაპირ თარგმანში ნიშნავს “საჰაერო ძალებს”) რეიდები ვარშავასა და ქოვენთრიში, აშშ–ს მიერ ჩამოყრილი ბომდები ხიროსიმასა და ნაგასაკიში, აგრეთვე ცივი ომის დროინდელი დაპირისპირება სუპერსახელმწიფოს შორის, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ორივე ქვეყნის მშვიდობიან მსოახლეობას და არა მარტო მათ ბირთვული ომით. შეიძლება ისინი ტერაქტებად ჩავთვალოთ?
ტერორისტები ამტკიცებენ, რომ ისინი არიან bona fide (თავისუფლებისთვის) მებრძოლნი. თუ არა ჯარისკაცები, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ რაიმე სპეციალური უნიფორმა ან განმასხვავებელი ინსიგნია, მაშინ ვინ უნდა იყოს ნაგულისხმები POW–ის (Prisoner of War)–ის ცნების ქვეშ და დაკავების შემთხვევაში, შესაბამისად ისინი არ უდა იყვნენ გასამართლებულნი როგორც უბრალო კრიმინალები.
ტერორისტები რესურსების სიმცირით, რიცხობრივი უმცირესობით, შეზღუდული იარაღით ამართლებენ იმას, რომ მოქმედებენ ფარულად და ხშირად უწევთ დრამატული (აგრეთვე სისხლიანი და გამანადგურებელი) ქმედებების ჩადენა და “დაატყი–გაიქეცი” ტაქტიკისადმი მიმართვა, რომ მიიპყრონ ყურადღება და მიაღწიონ სასურველ მიზანს.
ის, რაც განასხვავებს სახელმწიფოების სამხედრო ძალებსა და ტერორისტებს, არის ომის წესები, რომლებიც ვითარდება მე–17 საუკუნიდან მოყოლებული და პირველად ჰონალდიელმა იურისტმა უგო გროციუსმა (Hugo Grotius) ჩამოაყალიბა. ომის წესები ჩადებულია ჟენევისა და ჰააგის 1860, 1899, 1907 და 1949 წლის კონვენციებში ომის შესახებ.
ომის წესები არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას უზრუნველყოფენ ხელშეუხებლობის გარანტიით, არამედ:
 კრძალავენ მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანას
 არეგულირებენ ტყვედ ჩავარდნილთა და ჩაბარებულ მებრძოლთა (POW) მოპყრობის წესებს
 გამორიცხავენ მშვიდობიან მოქალაქეთა და POW–ის დასჯას
 აღიარებენ ნეიტრალური ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ხელშეუხებლობას
 ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევენ დიპლომატებსა და სხვა ოფიციალურად აკრედიტებულ წარმომადგენლებს
თუ გადავხედავთ ტერორიზმის ბოლო 25 წლის ისტორიას, დავინახავთ, რომ ტერორისტებმა ყველა ზემოთჩამოთვლილი წესი უხეშად დაარღვიეს:
ტყვედ იყვანენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ხშირად მხეცურად კლავენ (იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ალდო მოროსა (Aldo Moro) და გერმანელი ინდუსტრიის მენეჯერის ჰანს–მარტინ შლეიერის (Hans-Martin Schleyer) გატაცება შესაბამისად წითელი ბრიგადებისა და წითელი არმიის ფრაქციის მიერ)
იტაცებენ და კლავენ მძევლად აყვანილ სამხედრო ოფიცრებს, თუნდაც ისინი გაეროს სამშვიდობო ძალებს წამოადგენდნენ (ამერიკელი საზღვაო ქვეითი ლეიტენანტ–პოლკოვნიკი უილიამ ჰიგინსი (William Higgins), რომელიც გაეროს სამშვიდობო რაზმს მეთაურობდა ლიბანში, 1989 წელს გაიტაცეს ლიბანელმა Shi’a-ს ტერორისტებმა და ჩამოახრჩვეს)
სჯიან და ანადგურებენ სრულიად უდანაშაულო მოსახლეობას და ხშირად ისეთ ქვეყნებში, რომელიც მდებარეობს ტერორისტთა მოჩვენებითი სამოქმედო არეალისგან ძალიან შორს, აგრეთვე ტერორისტები უგულებელჰყოფენ ნეიტრალურ ქვეყნებს (1986 წლის თურქ ებრაელ მლოცველთა საშინელი ხოცვა–ჟლეტა სტამბოლისსინაგოგაში, რომელიც განახორციელა პალესტინურმა ორგანიზაციამ Abu Nidal,ისრალეის ჯარების მიერ სამხრეთ ლიბანში პარტიზაბნბთა წინაამდეგ ჩატარებული ოპერაციის საპასუხოდ)
თავს ესხმიან საელჩოებსა და სხვა დიპლომატიურ დაწესებულებებს, დიპლომატიურ წარმომადგენლებს (ბეირუთსა და კუვეიტში აშშ–ს საელჩოების აფეთქება შესაბამისად 1983 და 1984 წლებში, ლიმაში (პერუ) იაპონელი ელჩის რეზიდენციაში მასობრივი მძევლად აყვანა (1996–97 წწ), ურუგვაიში დიდი ბრიტანეთის ელჩის სერ ჯოფრი ჯეკსონი (Sir Geoffrey Jackson) გაიტაცეს მემარცხენე ტერორისტებმა 1971 წელს და 22 ამერიკელი დიპლომატის ტყვედ აყვანა თეირანის (ირანი) წარმომადგენლობაში 1979 წელს)
სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალებიც არიან შემჩნეულნი ომის წესების დარღვევაში, თუმცა მათ მიერ ამ წესების უგულებელჰყოფა არის “სამხედრო დანაშაული” და დაგმობილია, როგორც საერთაშორისო ისე ეროვნული შესაბამისი ორგანოების მიერ და ექვემდებარება დასჯას.
საერთაშორისო ტერორიზმის ერთ–ერთ ძირიტად განმასხვავებელ ნიშნას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ტერორისტები არ აღიარებენ ომის წარმოების არცერთ წესს.
ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს ტერორიზმის ერთიანი ცნების ჩამოყალიბება, მაგრამ შეგვიძლია ისეთი ნიშნები მოვნახოთ, რომელებიც მას განასხვავებს სხვა სახის ძალადობისგან და სწორედ ეს განსხვავებანი მივიღოთ განმარტებად.
განსხვავებანი როგორც განმარტებანი
თავდაპირველად ერთმანეთს შევადაროთ პარტიზანები და ტერორისტები. ტერორიზმი ხშირად იხმარება თითქმის ან ზუსტად იგივე მნიშვნელობით, როგორც პარტიზანული ომი. პარტიზანები იყნებენ იგივე ტაქტიკასა და მეთოდებს (განადგურება, გატაცება, საზოგადოებრივი ტავშეყრის ადგილების დაბომბვა, მძევლების აყვანა. . .) აგრეთვე იგივე მიზნებით (იძულება, დაშინება, პოიტიკურ მოქმედებებზე ზეგავლენა შიშის დანერგვით. . .) არც ტერორისტები და არც პარტიზანები არ ატარებენ სპეციალურ უნიფორმას და არც რაიმე განმასხვავებელ ინსიგნიას. მიუხედავად ამისა ტერორისტებისა და პარტიზანების ერთ კატეგორიაში შეყვანა გაუმართლებელია რამდენიმე მიზეზის გამო: პარტიზანები, ყველაზე მიღებული განარტების მიხედვით, არიან მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ როგორც სამხედრო ქვედანაყოფები, თავს ესხმიან სამხედრო ძალებს და იკავებენ და იცავენ ტერიტორიებს, აგრეთვე ისინი შეიძლება სარგებლობდნენ გარკვეული დამოუკიდებლობით, აკონტროლებდნენ რაიმე ტერიტორიულ ან ერთეულს და მის მოსახლეობას. ტერორისტები არ მოქმედებენ, როგორც სამხედრო ქვედანაყოფები, არ არიან დაინტერესებულნი რაიმე ტერიტორიის დაკავებით, ტავს არიდებენ სამხედრო ძალებტან დაპირისპირებას, არ აკონტროლებენ რაიმე ტერიტორიულ ერთეულს და მის მოსახლეობას.
აგრეთვე ადვილია ტერორისტთა უბრალო კრიმინალებისგან განსხვავება. ისევე როგორც ტერორისტები, კრიმინალებიც იყენებენ ძალადობას კონკრეტული მიზნისათვის, მეთოდებიც შეიძლება იგივე იყოს, მაგრამ მოტივები რადიკალურად განსხვავებულია. კრიმინალები მიმართავენ ძალადობას ფულის ან რაიმე მატერიალური ფასეულობის დაუფლების მიზნით, მათი მოტივი პირადულია (მაგალითად, მატერიალური მოგება). განსხვავებით ტერორისტებისაგან, ჩვეულებრივი კრიმინალების მიერ განხორციელებული ძალადობა არ ისახავს მიზნად რაიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თუ შიშის გამოწვევას. შეიძლება კრიმინალს სურს ძალადობით დააშინოს მსხვერპლი (მაგალითად მძარცველს ბანკის თანამშრომელი), მაგრამ კრიმინალის მოქმედება არ არის არც პოლიტიკური გზავნილი და არც არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სისტემის შეცვლისაკენ სწრაფვა. კრიმინალის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და უხმაუროდ გაქრეს მოქმედების არეალიდან და დატკბეს ნადავლით, მაშინ როდესაც ტერორისტების მიზანია მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და არსებული სისტემის შეცვლა.
ახლა უკვე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მეტ–ნაკლებად ზუსტი განმარტება ტერორიზმისა: ტერორიზმი არის ძალადობრივი მეთოდებით ან ძალადობის მუქარით წინასწარგანზრახულად შიშის “შექმნა” და გამოყენება პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ყველა ტერორისტული აქტი შეიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას. ტერორიზს სურს სპეციფიკური შორსმიმავალი ფსიქოლოგიური ეფექტის გამოწვევა (2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization - WTO) ორი შენობის (ე.წ. “ტყუპების”) აფეთქების მიზანი იყო უფრო დასავლური ეკონომიკური სისტემის სიმბოლოს დამსხვრევა, ვიდრე მაინცდამაინც 5 000 თუ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის განადგურება). ტერაქტები მიზნად ისახავენ შიშის ჩანერგვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაშინებას. ის შეიძლება მიმართული იყოს ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფებისკენ, ქვეყნისკენ, მთავრობისკენ, პოლიტიკური პარტიისკენ, საზოგადოებრივი აზრისკენ. . .)
ტერორიზმის მიზანია წარმოშვას ძალა, თუ ის არ არსებობს და გააძლიეროს, თუ ძალა პატარაა. საჯარო ძალადობის გზით ტერორისტები ცდილობენ მიიღონ ძალაუფლება პოლიტიკური ცვლილებების მოსახდებან ადგილობრივ ან საერთაშორისო დონეზე.
 
 
 
 
 




კატეგორია: ომის წესები | ნანახია: 2401 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar