მთავარი » 2009 » მარტი » 11 » ალერგია - Allergy
12:58 PM
ალერგია - Allergy
 

                                  

 

სიტყვა ალერგია გამოხატავს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას სხვადასხვა ნივთიერების მიმართ,

რაც თავისებური ავადმყოფური რეაქციებით გამოვლინდება (კანისა და ლორწოვანი გარსის გამონაყარი,

სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ბრონქული ასთმა, ანაფილაქსიური შოკი და სხვა).

ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას ალერგენი ეწოდება.

საერთოდ ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს ყოველგვარი მანამდე უვნებელი ნივთიერება, ზოგჯერ კი ფიზიკური ფაქტორი, მაგალითად, სიცხე, სიცივე. ალერგია შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმში ალერგენის უმცირესი რაოდენობით მოხვედრის შემდეგაც.

ალერგენთა უმეტესობა ორგანიზმში ხვდება ინჰალაციური ე.ი. სასუნთქი სისტემის გზით. მათ რიცხვს მიეკუთვნება: სხვადასხვა მცენარეებისა და ოთახის მტვერი, ბალიშის ბუმბული, ადამიანის ქერტლი, შინაური ცხოვენების ბეწვი, აკვარიუმის თევზების მშრალი საკვები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა.

ალერგიის ნაწილი ორგანიზმში ხვდება ალიმენტური, ე.ი. კუჭ-ნაწლავის გზით. ეს უპირატესად კვებითი ალერგენებია. პოტენციურად ძლიერ კვებით ალერგენებს მიეკუთვნება: კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, ხენდრო, ციტრუსები, ნიგოზი, ხორცის ნახარში, კაკაო, ყავა, ადუღებული რძე, თევზეული და სხვა.

ზოგადი და ადგილობრივი ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს კანთან და ლორწოვანასთან ალერგენის კონტაქტის გზითაც. ასეთებია სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, შეღებილი ბეწვეული და სხვა.

ფართოდაა გავრცელებული მედიკამენტური ალერგენები: პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი, ასპირინი, ანალგინი, ვიტამინები, შრატები, ვაქცინები და სხვა.

ალერგიული დაავადებები არ მიეკუთვნება მემკვიდრულ დაავადებებს, რომელთა დროს გენი, რომელიც განაპირობებს ავადმყოფურ მდგომარეობას, გადაეცემა უშუალოდ მშობლებიდან. მაგრამ მხედველობაში მისაღებია ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა: მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით დაავადება, რომელიც აქვს ავადმყოფს, არამედ განწყობა სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა მიმართ, მაგალითად, თუ ავადმყოფს ბრონქული ასთმა აქვს.

ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ბრონქული ასთმა, პოლინოზი (თივის ცხელება), მედიკამენტური ალერგია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადება.




ხალხური მედიცინის რეცეპტებით ალერგიის მკურნალობა




ო რ კ ბ ი ლ ა
ადამიანი, რომელსაც ალერგია აქვს გართულებული, მან სრული გამოჯანმრთელებისათვის საჭიროა რამდენიმე წელი სვას ორკბილას ახალი ნახარში ჩაისა და ყავის მაგივრად. ნახარში უნდა დაილიოს მოდუღებიდან 20 წუთის შემდეგ. ნახარში უნდა იყოს ოქროსფერი. თუ ის მღვრიე ან მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ ორკბილა უვარგისია. ნახარშის შენახვა არ შეიძლება.

გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა
10 გ გულყვითელას ყვავილებს ასხამენ 1/2 ჭიქა მდუღარეს, ფუთავენ 1-2 საათით, შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ 20-30 წუთით.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-4-ჯერ დღეში.

კ ა ლ ც ი უ მ ი ტ ი თ   მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა
10 ცალ ახალ თეთრი კვერცხის ნაჭუჭს აცლიან შიგნითა აპკს, ათავსებენ 5 წუთით მდუღარეში, აშრობენ და ფქვავენ. შემდეგ ასხამენ 10 ც ლიმონის წვენს და 10 დღით დგამენ ბნელ ადგილას. შემდეგ წურავენ და უმატებენ: 10 კვერცხის გულისაგან და 10 სუფრის კოვზი შაქრისაგან გაკეთებულ გოგლიმოგლს, 1 ბოთლ კონიაკს. ყველაფერს ურევენ ერთმანეთში.
მიღება: 30 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ავადმყოფის მდგომარეობა მალე უმჯობესდება. თუ საჭიროა იმეორებენ კურსს.

გ ა ა ქ ტ ი ვ ე ბ უ ლ ი ნ ა ხ შ ი რ ი
ალერგიის გამწვავების პერიოდში ღებულობენ 2-2 აბ. გააქტივებულ ნახშირს (იყიდება აფთიაქებში) დღეში 4-5-ჯერ. როდესაც ავადმყოფობა მიწყნარდება, დოზაც მცირდება.

მ უ მ ი ე
ალერგიის სამკურნალო ძლიერ საშუალებად ითვლება მუმიე. ნამდვილი მუმიე იხსნება ნალექის გარეშე.
1 გრ მუმიეს ხსნიან 1 ლ თბილ წყალში.
მიღება: მუმიეს ხსნარს ღებულობენ დღეში ერთხელ - დილით, აყოლებენ თბილ რძეს.
დოზა ბავშვებისათვის: 1-3 წლამდე - 50 მლ. 4-7 წლამდე - 10 მლ, 8 წლისა და ზევით 100 მლ.
მკურნალობის კურსი გრძელდება 20 დღე.
თუ ალერგია გართულებულია, მუმიეს ხსნარს ღებულობენ 2-3-ჯერ დღეში, მაგრამ დასაშვები დოზა დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ავიცენას (980-1037 წწ) მიხედვით მკურნალობის 20 დღიანი კურსის ჩატარება საჭიროა გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ალერგიის მკურნალობის პერიოდში ავადმყოფი უნდა მოერიდოს ყველა იმ ალერგენს, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს.

 

 

 

 

 




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 2344 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar