1:49 PM კომპიუტერული ევოლუცია | |
კომპიუტერის დახმარებით ადამიანი დღეს ისეთ ამოცანებს ასრულებს, რომელთა შესრულებაც ადრე წარმოუდგენელი იყო. შეგვიძლია გამოვცადოთ ავტომობილი ან თვითფრინავი თვით ამ ავტომობილისა თუ თვითფრინავის აგებამდეც კი, შეგვიძლია ვირტუალური რეალობის გმაოყენებით წარმოსახვითი სამყარო შევისწავლოთ ან მსოფლიოს მეორე ბოლოში მეგობარს ინტერნეტით წერილი გავუგზავნოთ. დღე კომპიუტერული ტექნოლოგია ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.
პირველი კომპიუტერები მეცხრამეტე საუკუნეში გმაოიგონეს. ეს კომპიუტერები გამოთვლებს მექანიკურად, უამრავი კბილანის და ბორბლის მეშვეობით აწარმოებდნენ. ელექტრონული კომპიუტერები მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში შექმნეს, პირველი კომპიუტერებიდან ასი წლის შემდეგ. ეს უზარმაზარი დანადგარები იყო. “ენიაკი” , რომელიც 1946 წელს შეიქმნა, 500 კაცის სიმძიმისა იყო. ინფორმაციის დასამუშავებლად კომპიუტერები ელექტრულ სიგნალებს იყენებდნენ. ადრეულ კომპიუტერებს, როგორიც იყო, მაგალითა, “ენიაკი”, ათასობით დიდი ელექტრული ლამპა ქონდა, რომელთა ჩართვა და გამორთვა ელექტრულ სიგნალებს გამოყოფდა. 1947 წელს გმაოიგონეს ბევრად უფრო მცირე ზომის გადამრთველი, ეგრედ წოდებული ტრანზისტორი. ამიერიდან აღარ იყო საჭირო დიდი კომპიუტერების აგება. 1958 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯეკ ქილბიმ გმოაიგონა მიკროჩიპი, რომელიც მრავალ ტრანზისტორს შეიცავს. მიკროჩიპების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ისეთი კომპიუტერის შექმნა, რომელიც წინამორბედებზე უფრო მცირე ზომის და ძლიერი იყო. 1975 წელს გასაყიდად გამოუშვეს პირველი მცირე ზომის საშინაო კომპიუტერი “ალტაირი”. მფლობელს დაშლილი სახით უნდა ეყიდა და შინ მიტანის შემდეგ აეწყო. თანამედროვე კომპიუტერების უმრავლესობა პერსონალური კომპიუტერის ტიპისაა. ამ ტიპის პირველი კომპიუტერი 1981 წელს შეუქმნა. ინტერნეტი უზარმაზარი ქსელია, რომელიც მთელი მსოფლიოს კომპიუტერებს ერთმანეთან აკავშირებს. ინტერნეტი შეიქმნა საინფორმაციო ქსელის “არფანეტის” საფუძველზე, რომელიც 1969 წელს აშშ შეიარაღებულმა ძალებმა შექმნეს. თავდაპირველად კომპიუტერები ინტერნეტს სპეციალური კაბელებით ეურთდებოდა, მაგრამ 90-იანი წლებიდან ინტერნეტთან შეერთება ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზითაც შესაძლებელი გახდა. პირველი პოპულარული ელექტრონული თამაში-ტენისი-1972 წელს შეიქმნა. დღეს კომპიუტერი გაცილებით უფრო რთულია და რეალისტური გამოსახულებისა და საოცარი ხმის ეფექტების შექმნა შეუძლია. კომპიუტერებს იყენებენ განსაცვიფრებელი სპეცეფექტების შესაქმნელად, რომელსაც კინოში ვხედავთ. ეს ეფექტები დღეს იმდენად დახვეწილია, რომ კომპიუტერული გამოსახულებისა და რეალური სურათის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. რომელიც მთლიანად კომპიუტერის მეშვეობით შეუქმნა 1995 წელს, “სათამაშოების ამბავია” (”Toy Story” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |