მთავარი » 2009 მარტი 2 » მონატრება! შენ ერთიც ვერ გაიმეტე
11:14 PM მონატრება! შენ ერთიც ვერ გაიმეტე | |
ვაი, რა ცუდად გიცვნივარ,რა ტყვილად გდებდი იმედებს,
მე ათი გულის ღირსი ვარ, შენ ერთიც ვერ გაიმეტე.
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა. როგორც ყოველთვის ისევ მომენატრე ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი ისევ შენ გნატრობ ისევ შენ გელი ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი ისევ შენს სურათს ვესაუბრები ისევ აგორდა ფიქრის მორევი ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული ისევ ე მომდის შენი სურნელი ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი ისევ გადავშალე სევდის ფურცელი მე უშენობას ვერ ვეგუები!!!! დავიღალე ვზივარ მარტო თვალზე ცრემლი აღარ შრება მზის სინათლე მეზიზღება შენი სახე მესიზმრება ნავრა,ოცნებაში ჩემ ფიქრებში ისევ რჩება გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება დრო არ მინდობს მიდის ნელა სევდა ტანჯვა მემატება შენი თვალები მელანდება შენი კოცნა მენატრება სიყვარულო სად ხარ ნეტა? მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს, მას გონია რომ მე იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება, იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა, იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე ატარა. და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო, მე ის მომწონდა და არ მიყვარდა, მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე, ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა. და ერთხელ როცა ყვავილი დავდე, დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს, ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი, თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს. და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა, დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს. ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს!!! გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი. შენი სურათი მე მაქვს სახსოვრად და იგი მიყვარს რადგან შენია ან რა ძალაა რო არ მიყვარდეს შენგან მის მეტი რა დამრჩენია მომენატრება შენთან შეხვედრა მაგრამ ვაი,რომ იქ არ იქნები მთვარის ნათელზე დახედავ სურათს შუა ღამისას ავქითინდები ... მე შენ არასდროს არ დაგივიწყებ, მაშინ სრულიად გულ-ქვა ვიქნები, დამავიწკდები მაშინ როდესაც ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები... * * * ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და “მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე (ღმერთმა ნუ ქნას),ძალიან მტკინვეულია... ამიტომ.მოდი ვიოცნებოთ,და იქნებ ოცნება ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე რეალობად იქცეს...ადამიანი ხომ იმედით ცოცოხლობს *** ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი, არსებობს ცოდვა დიდი და მცირე, რაგინდ თვალებში მაყარონ ფერფლი, არც დავმცირდები, არც დაგამცირებ. უსასოობა თვალებში მიმზერს, ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა, თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს, მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა. ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე, ვიღაცის შიში და მორიდება, და მჯერა მართალს უფლის წინაშე, თავის მართლება არ მომინდება. ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას, ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო, მე შეველევი უძირო გრძნობას, უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ. ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო, როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს, როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ, და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა. * * * მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა, რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა, მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, ნუ გაშინებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უცხო ატირება... მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაჰკრეფ ბაღში იასამნის ტოტებს, მეძნელება თქმა და ვიცი მაინც მალე, მალე მიმატოვებ, მითხარი და წადი, დამიტოვე სულში ისაშველო ბინდი, სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი. ჩამოწვება მხოლოდ სურვილების თეთრი ქარავანი, შენზე გადარევას და ოცნებას აღარ გადავყვვები, წავალ უცხო მხარეს, თან გამყვება მარად უსახელო დარდი, როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი.... თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში. თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას, ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს. თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ, თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს, ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს. მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა, მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი, და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა, შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი გული ამ თითებს აღარ ასვენებს, ნომერს აკრეფს და თავს შეგახსენებს, წუხელ დამესიზმრე ნაზად მომელანდე, რას უნდა ნიშნავდეს? ალბათ მ*ო*მ*ე*ნ*ა*ტ*რ*ე * * * წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე, ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა, ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე. წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება, შენზე ფიქრები, შენზე დარდები; ფიქრის მორევში ჩამეძინება, სიზმარში წვიმად მომელანდები... წვიმა თითებზე მომეფერება, თმას დამისველებს, კოცნით დამახრჩობს, ცა ცისარტყელას ლამაზ ფერებად გადმოიღვრება, შენით გამათბობს. ...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ, ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_ და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ... ამ თვალებს შენი დანახვა რომ შეეძლო...ალბათ არ იცოდი... ამ ხელებს შენი ალერსი რომ უნდოდა ... ალბათ არ იცოდი... ამ გულს შენი შეყვარება რომ შეეძლო... ისიც არ იცოდი... ახლა..ყველაფერი..გვიანია.. ვისაც შენ უყვარდი...ცოლშვილიანია... * * * მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა. შენი ლამაზი სახის დახატვა ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი, რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა და იქნებოდა თვალთ შესაფერი. შენი ლამაზი ხმის ჰარმონია ყურში ჩამესმის მე გამუდმებით. შენი სახელის ყრუ მელოდია გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის... და აღარ შემწევს იმისი ძალა, რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი, მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს... მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, ლექსი რითმებით გამდიდრებული, მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს, წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით. * * * მე გიმტკიცებდი, რომ არ მიყვარდი, შენც უარყოფდი გრძნობათა ღელვას, დროს ჩვენ სხვა და სხვა გზებით მივყავდით, დიდხანს ვცდილობდი შენს დავიწყებას... თუკი ჩემდამი არაფერს გრძნობდი, მაშ გული ასე რატომ ფეთქავდა? თუკი ჩემს გამო შენ აღარ თრთოდი, ალბათ სიცივემ თუ აგიტანა... * * * იყო თვალების ციმციმი ურჩი, ულამაზესი ქარები ქროდა. დაუკითხავად შესახლდი გულში, შენ საამისოდ უფლება გქონდა. შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ, მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში, განა ამისი უფნელაც გქონდა? *** სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები! * * * ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ! მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა.. მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ და გადაწყვეტის საკითხი დადგა.. დრო გადიოდა,მე შენ გელოდი.. მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი.. დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი.. წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი.. მთელი ამ დროის განმავლობაში მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები.. "ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??" თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით.. თვალები ცრემლით მევსება ნელა.. მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ? მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა.. დამიბრუნდები მე ამის მჯერა ^ ^ ^ თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში. თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას, ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს. თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ, თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს, ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს. მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა, მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი, და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა, შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი ^ ^ ^ დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ. ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები. მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება. გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები. რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა... და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს. დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი ^ ^ ^ ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი, აუხდენელი და მომხიბლავი, არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს, სად შეაჩერა დაღლილი ნავი. მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა, სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი, მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი. მაგრამ ის მოვა შემოდგომისას, მოვა დაღლილი და ფერმიხდილი, ო, რა მწუხარე ღამე იქნება, ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი. მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული, რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი, რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს და სიყვარულში ხსნას არ მოველი! _________________________________________ ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს!.. _________________________________________ *** გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ მე შენ ....... *** მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ჩემი აღმართი ეხა შენ ჩემთან აღარ დადიხარ! ამბობ: "შორს ვცხოვრობ აღმართი მღალავს!" შენ რიოში ხარ როგორც სადიხა და ჩვენ სიყვარულს არ უხდი ღალას. როცა გიყვარდი, ვგავდი ია ვარდს-ვარდს, მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი! ლექსად ვფანტავდი ფერთა ნიაღვარს, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი, ჩემი სარფუსი შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა და სუბქარქისის მკაცრი ქარბუქი უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა. როცა გიყვარდი, ბევრჯერ შევაქეთ ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი; ჩემი აღმართი მიაგჩნდა ვაკედ როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი... *** იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები რომ, არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ ცისფერ თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |