მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » კეისარი - რომის დიქტატორი
9:55 PM
კეისარი - რომის დიქტატორი
 

                                                            

 

სენატმა კეისარს უწოდა "სამშობლოს მამა" (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus),

ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas).

 მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს. რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა.

 იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ,

მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო.

კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა:

პირველად მან გამოსცა "მუნიციპალური კანონი" რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში.

კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა.

რომში აშენდა "იულიუსის ზღუდე" სახალხო კრებისათვის, "იულიუსის ფორუმი". რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო.

მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა,

ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია.

იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს.

კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა,

გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად.

ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა.

კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე.

კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას.

კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში - ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი;

კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. კეისარი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის.

ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება.

 კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა.

დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. კეისარმა ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე.

1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის საპატივცემულოდ ეწოდა ივლისი).

კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ:

 მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და

ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას;

კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.

 

 

 

 

 




კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1746 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar