მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » ტაქსისტების ისტორიები
7:46 AM
ტაქსისტების ისტორიები
 

                                

 

ერთხელ ჩავჯექი ტაქსში, ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში მივიჩქაროდი, თუმცა როგორც ყოველთვის მოვყვები მანქანების ” საცობში ” .

ლაპარაკის თავი მე კი არ მქონდა, მაგრამ ალბათ სიჩუმისგან გადაღლილმა ტაქსისტმა დამიწყო საუბარი, რაღაც საინტერესოზე დაიწყო

ლაპარაკი და მეც ავყევი.

 ხოდა მეუბნება:

add new history


 


ადამიანი ბერდება და სულ მიდის ხელიდანო.. დავინტერესდი ამ განცხადების მიზეზით და თურმე სავსებით საფუძვლიანად იძახდა. ლილოს დასახლებასთან ახლოს კვლავ ” საცობში ” მოყოლილი და ნერვებ დაწყვეტილი იდგა თავისთვის ეს ტაქსისტი თავისი მანქანით , უცებ მანქანამ საშინელი რყევა “განიცადა” და დიდი შეჯახების ხმა იყო, გადმოხტა გაგიჟებული ტაქსისტი ვაიდა ტრაილერმა დამარტყაო და მივარდა მისი მანქანის უკანა მხარეს. მაგრამ რას ხედავს: ვიღაც ქალბატონი ორი თავისზე დიდი პარკით შესჯახებია მის მანქანას , ( შეგახსენებთ მანქანა უძრავად იდგა საცობში ) ქალი ისევ ისე იწვა როგორც მორბოდა ძირს, პარკებს ძლიერად ჩასჭიდებოდა და ფეხებიც ზევით ქონდა აშვერილი. ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ვაი ვაგლახით წამოაყენეს ქალბატონი და მისი განცხადებით ისეთი სისწრაფით მოდიოდა მანქანა რომ აღარ გაეცალა მან შეჩერება ვეღარ მოასწრო და პირდაპირ შეეჯახა. ანუ იგი ტაქსისტს ადანაშაულებდა.


ყველაფერი რომ დამთავრდა ტაქსის ჯერიც დადგა, როგორც ამ კაცმა მითხრა მისი მანქანის უკანა მხარე მთლიანად გამოუცვლია ისე შეჯახებია და უკანა შუშა მაშინაც ჩამტვრეული ქონდა როდესაც მე ვიჯექი იმ ტაქსში. ( რაღაც ფურგონი ოპელი იყო ) …


ასე რომ უფრთხილდით მოხუც გზაზე მორბენალ ქალბატონებს მძღოლებო, თორემ შეიძლება ეს თქვენთვის სავალალოდ დასრულდეს


 


Add new history


ძალიან საინტერესო ტაქსისტები გვხვდებიან ამ ბოლო დროს…და აი კიდევ ერთი ტაქსისტთან დაკავშირებული ისტორია,რომელიც გუშინწინ პირადად მე გადამხდა…
რუსთაველიდან ჩავჯექით მე და ჩემი ძმაკაცი ტაქსში, რატომღაც ორივე შავებში ვიყავით და 2ივეს შავი სათვალე გვეკეთა…(მატრიცა) ალბათ დაიზმენდა ტაქსისტიც და თვალი არ მოუშორებია ჩემთვის… რაიმე თემაზე დალაპაკებას ვცდილობდი მაგრამ არ გამომივიდა … კი ან არა მპასუხობდა მხოლოდ… მივუახლოვდით დანიშნულების პუნტქს და კორპუსამდე აყვანა “ვუბრძანე”… მან კი მანქანა გააჩერა და …
ტაქსისტი(დათო):დიდი ბოდიშით ბიჭებო შეწუხებისათვის,ოღონდ ნუ დამაყაჩაღებთ და არ მინდა თქვენი ფული, აგერ 50 ლარს მოგცემთ და წადით… 20ს მე დავიტოვებ, რომ ბენზინი ჩავისხაo… გული შემიწუხდა…აშკარად არ ვაპირებდი დაყაჩაღებას…არა ძმაო არ მინდა აგერ 10 ლარი და კარგად იყავი თქო დავუგდე 10 ლარი და გადმოვედი…გადმომხედა შუშიდან და… კიდე კაი ფული არ აიღეთ ლაწირაკებო,თორე განყოფილებაში მოგიწევდათ ყურყუტი და თქვენს მშობლებს კაი ფულის გადახდაო…და წავიდა… ფრთხილად იყავით! ტაქსისტი მენტები მომრავლდნენ!





კატეგორია: დროის მოსაკლავი | ნანახია: 1488 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar