მთავარი » 2009 » თებერვალი » 23 » მეოთხე "ფორსაჟში" ყველა გმირი ბრუნდება
1:34 PM
მეოთხე "ფორსაჟში" ყველა გმირი ბრუნდება
 

              

მეოთხე "ფორსაჟში" ყველა გმირი ბრუნდება



რეჟისორი ჯასტინ ლინი "ფორსაჟი"–ს მორიგ სერიას იღებს. მძაფრსიუჟეტიან თრილერში ყველა ის მსახიობები დაბრუნდებიან,

რომლებითაც მაყურებელმა ეს ფილმი შეიყვარა. ვინ დიზელი, პოლ უოკერი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრიუსტერი

– ეს იმ ძველ მსახიობთა ჩამონათვალია, რომელიც მეოთხე ფორსაჟში კვლავაც ითამაშებენ.

 უკვე გადაწყდა, რომ რეჟისორი კინოკომპანია Universal Pictures–თან ითანამშრომლებს.

 პრემიერა კი 2009 წლის ოთხი ივნისისთვის არის დაგეგმილი. პირველი "ფორსაჟი"–ს პრემიერა 2001 წლის 18 ივნისს გაიმართა.

რობ კოენის მძაფრსიუჟეტიანმა თრილერმა მაშინ ამ ჟანრის მოყვარულების დიდი ინტერესი გამოიწვია და სოლიდური შემოსავალიც მოიტანა.

 შემდეგ გაჩნდა მორიგი სერიებიც, რომლებიც კინოგაქირავებაში ასევე წარმატებულად ჩაეშვა.

 საინტერესოა რა ბედი ელის მეოთხე ფორსაჟს, თუმცა ძველი ფორსაჟელები, რომ მის რეიტინგზე დადებითად იმოქმედებენ, ეს უდავოა.

 

 

 

 

 




კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1576 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar