მთავარი » 2009 » თებერვალი » 19 » მამაკაცებს უნდა გავუფრთხილდეთ... მათი სისუსტეები
12:39 PM
მამაკაცებს უნდა გავუფრთხილდეთ... მათი სისუსტეები
 
                         http://lady.ge/images/publications/sikvaruli/mamakacuri_sisusteebi.jpg
 
როცა მამაკაცი პარტნიორად ნორჩ ლამაზმანს ირჩევს, მზად უნდა იყოს ნებისმიერი უსიამოვნებისთვის,
მათ შორის ყველაზე უმნიშვნელო კითხვაზე მუდმივად უნდა გასცეს პასუხი:” ეს თქვენი ქალიშვილია?” მამაკაცები ფიქრობენ,
რომ ნორჩ ლამაზმანთან გაახალგაზრდავებას და ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებენ.
 ზოგ მათგანს უმართლებს, თუმცა არა ყველას.

ბოსის სინდრომი

მამაკაცის ხასიათი დაბადებისთანავე ყალიბდება. მშობლები ქვეცნობიერად ასტიმულირებენ ბავშვებში ”მამაკაცური” ხასიათის ჩამოყალიბებას. მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე იძულებულია დაიცვას თავისი წარმოშობა. მამაკაცთა 70% იტანჯება, როცა ქალების მართვის ქვეშ ექცევა, 64 % კომპლექსდება, როცა ცოლი უფრო მეტს გამოიმუშავებს. 58 % -ს შურს მეგობარი ქალის პროფესიონალური წარმატებები. ამ სინდრომისგან გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ნაპოლეონის სინდრომი

ტანდაბლობა მამაკაცისთვის ნამდვილი დრამაა. უმრავლესობაში ეს ”ნაკლი” კომპენსირდება პატივმოყვარეობით და გიჟური ამბიციით, ამასთან მას თან სდევს წარმატება. კანონიკური მაგალითია ნაპოლეონი (157 სმ), ჩვენი თანამედროვეებიდან კი პრინცი (158 სმ), დიეგო მარადონა (167 სმ), დასტინ ჰოფმანი (163 სმ). ”ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირფასი”-ეს გამონათქვამი კარგად უნდა ახსოვდეთ ქალებს და შეახსენებდნენ მამაკაცებს.
დაკარგული დროის სინდრომი

წარმატების და აღიარების მიღწევა 50 წლის შემდეგაც არის შესაძლებელი, როგორც პაბლო პიკასოს შემთხვევაში. მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას ყველაფერი ერთბაშად და უცებ სურს. ამიტომ 50 წლის ზევით მამაკაცების 80%-თვის მეტად მტკივნეულია დატვირთვის შემცირების აუცილებლობა, ”ბრუნვის” დაწევა. ასეთ დროს ისინი ადვილად მსხვრევადები ხდებიან, ხოლო ტაქტიანი ქალი ყოველთვის მოახერხებს მის დამშვიდებას, რომ რაოდენობა გადაიზარდა ხარისხში და ამით ყველა მოგებული რჩება.
უძლურების სინდრომი

მტკიცება, რომ მამაკაცი ყოველთვის მზად არის, თანაც ნებისმიერ ასაკში, მითია. რაც უფრო ემატება ასაკი მამაკაცს, მით უფრო მეტად ეშინია მას ”სიმაღლეზე არ აღმოჩენის”, ანუ ქალზე ბუნებრივი დომინანტობის დაკარგვის. საკუთარ ძალებში რწმენის დაკარგვა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ნებისმიერი სოციალური წარუმატებლობა. მზრუნველი და ტაქტიანი ქალი ამ სინდრომს ადვილად გაუმკლავდება.
ლოტის სინდრომი

ლოტი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც სოდომ-გომორის დაცემის შემდეგ თავის ორ ქალიშვილთან ერთად მღვიმეს შეაფარა თავი და იქიდან განახლდა კაცობრიობა.მასში იგულისხმება მამების გაუცნობიერებელი მისწრაფება ქალიშვილის თაყვანისმცემელი განიხილოს როგორც მოწინააღმდეგე. ეს სინდრომი ძალიან იშვიათად ჩნდება და მასთან ბრძოლაც ადვილია.
დონ ჟუანის სინდრომი

ყველაზე გავრცელებული სინდრომი, რომელთან ბრძოლა ბოლო ხანებში გაიოლდა. არც ერთი ნამდვილი მამაკაცი არ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ურთიერთობების გაწყვეტა ქალების პრეროგატივაა. მიტოვება -ეს მამაკაცის საქმეა.მაგრამ ახლა ყველაფერი შეიძლება ემანსიპაციას მივაწეროთ და დავამშვიდოთ მამაკაცი.
კოტოვსკის სინდრომი

რატომ იპარსავს ზოგიერთი მამაკაცი თავს? ისინი დარწმუნებული არიან, რომ გამელოტება ეს სირცხვილი და კატასტროფაა. თავზე თმის დაკარგვას ისინი მამაკაცური ძალის დაკარგვას უკავშირებენ, რაც ნებისმიერი თვალსაზრისით აბსურდია.
ალექსანდრეს სინდრომი

ყველაზე ეგზოტიკური სინდრომი, რომლის ყველაზე მეტად რცხვენიათ მამაკაცებს. მამაკაცებს ეშინიათ, რომ მათ ნაკლებად მამაკაცურად ჩათვლიან... სხვა მამაკაცები. მარტივად რომ ვთქვათ ჰომოსექსუალისტებად ჩათვლიან. სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ მამაკაცთა 21%-ს აქვს შესაბამისი გადახრა, 30%-ს კი ახალგაზრდობაში შეძენილი გამოცდილებაც (ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად). მამაკაცთა თითქმის ნახევარი ყველაზე დიდი სტრესად თვლის გარშემომყოფთა ეჭვს მათ ”ცისფერობაში”.
ჰერკულესის სინდრომი

ეს უკვე ძველბერძნული მითოლოგიაა. ეს სინდრომი წარმოიქმნება, როცა მამაკაცი ქალზე მთლიანად დამოკიდებული ხდება და მისთვის შეუფერებელი საქმეებით არის დაკავებული მისი აზრით უფრო მნიშვნელოვანი საქმეების საზიანოდ. ეს არის თანამედროვე ოჯახში კონფლიქტების ძირითადი მიზეზი.

ზემოთ ჩამოთვლილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მამაკაცებს უნდა გავუფრთხილდეთ.





კატეგორია: ქალებისთვის | ნანახია: 2191 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar