მთავარი » 2009 თებერვალი 11 » შუა ქალაქში - სერიალის შესახებ - სიუჟეტის მიმოხილვა
7:29 PM შუა ქალაქში - სერიალის შესახებ - სიუჟეტის მიმოხილვა | |
“შუა ქალაქში” — ქართული ტელესერიალი/სიტუაციური კომედია მეგობრების ჯგუფზე,
რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია "სტუდია ღამის შოუ"-ს მიერ.
პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს და 2008 წლის 13 ივლისს დასრულდა.
ამჟამად მიმდინარეობს მეორე სეზონის სერიების გადაღება.
2. სერიალის შესახებ
სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში. “ღამის შოუ სტუდიამ” ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში (“ღამის შოუ”, “შაბათის შოუ”, “კანდიდატი” და სხვა) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო (მაგ. "მეგობრები"). “ღამის შოუ სტუდიის” შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა. სერიალ “შუა ქალაქში”-ს პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. სერიალი ეთერში გადის ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 10 საათზე, იმედის არხზე.
3.სიუჟეტის მიმოხილვა
შუა ქალაქის ისტორია ჩხეიძეებით იწყება. მათი ცხოვრება სავსეა კურიოზული მოულოდნელობებით. მათი ოჯახი შემოიფარგლება არაორდინალური მეგობრებებითა (სანდრო, ეკა, ანანო) და მეზობლებით (ღლონტები). მარიკა და ირაკლი ახალგაზრდა წყვილია, ისინი შუა ქალაქში ცხოვრობენ მარიკას ბიძაშვილ დათოსთან ერთად. დათო თავს მათი ოჯახით ირჩენს. რა შეიძლება ოჯახმა ინატროს თუ არა კარგი მეზობლები? ქეთევან და თამარ ღლონტები სწორედ ასეთ ადამიანებად მოიძებნებიან, მათი ცხოვრების არც ერთი დღე არ გავს ერთმანეთს, ისინი შესაფერისი ქმრის ძიებაში არიან. დების სასიცოცხლო სახსრებს ჩხეიძეების ოჯახი და ლიფტის ფული წარმოადგენს.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |