მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » ყურმოკრული და უნიკალური ფრაზები, რომელსაც ვერსად გაიგებს კაცი და თარგმნაც შეუძლებელია
7:54 PM
ყურმოკრული და უნიკალური ფრაზები, რომელსაც ვერსად გაიგებს კაცი და თარგმნაც შეუძლებელია
 

               [307.jpg]

 

 ყურმოკრული და უნიკალური ფრაზები, რომელსაც ვერსად გაიგებს კაცი და თარგმნაც შეუძლებელია.


ნათელა ეხლა ტრაკზე ბუზს რომ არ ისვამს და კუდი ყავარზე აქვს გადებული, ხუთი წლის წინ ცალ-ცალი კალოშით სოფლიდან თითქოს მე ჩამოვედი!

ჩემ ბიჭ იმისთანა მარწყვივით გოგოები ეძლეოდნენ, ეს ქვაზე დახატული ეშმაკი რამ მოაყვანინა?!

გულნაზის ბიჭი იმისთანა ფუტკარივით მშრომელია, სიპ ქვაზე რო დაასახლო, მაინც აშენდება.

ჩემი ლუიზა ჩემ სიძეს ისე უყვარს, თვალში რო ჩოუვარდეს, ხელს არ ამეისობს.

ჩემი მეზობელი მზაღოს გოგო ისეთ ბედშია ჩავარდნილი, იმის წყალი გადასხმოდეს შენ სამივე ქალიშვილს.

იმისთანა წყვილია, ავ თვალს არ ენახვება, ქე არიენ და-ძმასავით.

ფერი-ფერსაო, ჩემ ჟუჟუნაზე და რამაზიზეა ნათქვამი.

ამაი ბიჭო?! ამაი ტყუილი გასდიი კატიი ბეწვივითა.

თავში ქვა გიხლია და მუცელში სამართებელი. ისემც გიქნია, კინჩხი და კისერიც გიტეხნია.

ელგუჯა ისეთი ძუნწია,ისეთი, მაგაზეა ნათქვამი, ყვავ კაკალი გააგდებიე, ისიც თხილიაო.

რას მეცხვირება ე ქალი, რაი ვიცი. შამჭამეი, გაგონილა?! ყველაი როგორ უნდა უგორო კოჭი და წითელი ვაშლები!

გუშინ ისეთი გურგულა და ხოშკანკალა იყო, ჩაჟივდა ბაღჩა-ბაღები.

გეიგე გო, ქალაქში იმფერი ყინვა ყოფილა, დოუროფია თურმე ყორიფელი!

ნათელაი ქალი იმფერ აფუილებს, არ თქვა, არ თქვა! მაგას გოუმწარდეს ი დედის ძუძუები!

ჩემი რძალი იმფერი დოუნახავია, იერბო-კვერცხი რო შოუწვა ხელის გულზე, იმასაც არ დაგიფასებს.

ე ქალი იმფერი ხამნაცემია, უნახავმა რა ნახა და დედიმისისაო!

კაპანაძეები იმითანა ძუნწები არიან, რო ჯვამენ, უკან იხედებიან, მეტი არ მოგვივიდესო. (გვარი დაწერილია დლია კრასნოგო სლოვცა. :ბეზობიდსმაილიკი:)

საწყალმა თალიკიემ რო გეიგოს, მის რძალს სიგარეტი არ გოუგდია პირიდან, საფლავში გადაბრუნდება. უფ, ქალი რო პაპიროსს ჩეიდებს პირში, ის ყორიფელს ჩეიდებს მერე.

ერთი ე საკუბოვე ჩითი-კაბა დამიტოვა ცხონებულმა ჩემმა ქმარმა, მისი მოსაკითხი იქანე ყავდეს!

ინგუსიემ რო მეიყვანა ცირეი, გონია, ელამია, აბა იავიცი, ე თვალები ქე აქ შაშიბეშივით, და... (ინგუსიე ქეა კაცის სახელი და იავიცი, იავიცი... ავტ.)

კლარაიას იმფერი მოკლე ხელები აქ, ქეა ვენერიე მილოსელივით.

აი კვაწარახი იმფერი მჟავეა, ომბალო აქ ნაქნარი, ნამტვილად. რა ვიცი, მე ქე დამანახა ამერიკა, და...

ე წიწაკა ისეთი მწარეა, ფუტი გამივიდა ყურებიდან.

ვანელმა ქათამი თუ დაგიკლა, ან ვანელია ავად, ან ქათამიო. (ანდაზა)

ამფერი ლამაზი კვტარი მისდღემჩი არ მინახავს. ცოცხალივით იწვა კუბოში ი საცოდავი ჯემალიე! მაგ უბედურის ამბავი რო გევიგე, ჩამწყტა კეკალი გული. კაცი შავ მასკვლავზე რო დეიბადება... დეიბადება და დეიბადებაო, ნათქვამია.

ორი შვილი მყავ, მესამე შენ იყავი, ი მესამე შვილი მომიკვტეს თუ ტყვილ გეუბნებოდე!

ლამზირიე იმფერი კაი ოჯახისშვილია, ჯერე შარაზე გამონავალი კაციშვილს არ დოუნახია.

ემზარიეს გოგოს იმისთანა გადაწკეპილი ულვაშები აქვს, პატარიკოს ბაბუას შეშურდებოდა, რო მოსწრებოდა ეგ უბედური.

მე რო მყინვარზე დავდიოდი, შენ კუასა ტყლეჭდი შარვალშიო!

მევიდა ვინცხა ცა, გადმოუგორდა კურცხალი და ფილმი დამთავრდენ. ("კომანდოს" შინაარსი აჭარულად)

იმ სასიკვტილე სინდიოფალამ ორი ფრთა ქათამიღა შემარჩინა თქლა.

 

 

 

 

 




კატეგორია: იუმორი | ნანახია: 2234 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar