მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » 10 მითი რუსეთის, ახალი ძალაუფლების და მისი ლიდერის შესახებ
6:19 PM
10 მითი რუსეთის, ახალი ძალაუფლების და მისი ლიდერის შესახებ
 

              


 

ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენზე

ჩერჩილის ენა რომ გამოვიყენოთ, მისტერიისა და გამოცანებისგან შორსმყოფი დღევანდელი რუსეთი ნიღაბახდილი მკვეხარასავით დგას,

რომელიც ნაციონალიზმშია გახვეული და თავისი ლიდერების ამპარტავნებითაა აღვსილი.

 მაგრამ რუსეთი ყოველთვის იყო დიდი მითების მთხზველი - მე-18 საუკუნეში პოტიომკინის სოფლით დაწყებული 1945 წელს შიშის დათესვით დამთავრებული,

 რომ საბჭოეთი მთელ მსოფლიოს მოედება.

აი, 10 მითი დღევანდელი რუსეთის შესახებ.

მითი 1: საქართველოში შეჭრის გამო პუტინი დიადი გამარჯვებულია.
დიახ, პუტინმა აჩვენა, ვინ მართავს რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი თამაშგარე მდგომარეობაშია. დიახ, პუტინმა რუსეთის დუმის ორივე პალატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა საქართველოში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის საკითხში. მაგრამ მან პირველად გააერთიანა ევროპა, 2003 წლის შემდეგ, როცა ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ევროპა გაიყო ერაყის საკითხთან დაკავშირებით. 2008 წელს ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სარკოზის ხელმძღვანელობით ერთად დადგნენ და გამაფრთხილებელი მკვეთრი ხაზიც გაავლეს. პუტინს მხარდაჭერა არ მიუღია თვით ძველი მოკავშირეებისგანაც, როგორიც მაგალითად, ჩინეთია.

მითი 2: ”ცივი ომის” საშიშორება კვლავ წარმოიქმნა.
1945 წლის შემდეგ დაიწყო მსოფლიო მნიშვნელობის დაპირისპირება ორ იდეოლოგიურ სისტემას შორის. საქართველოში ომს კი არავითარი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. საქართველომ არჩია ტრანსატლანტიკური კაპიტალიზმის პატარა ნაწილი გამხდარიყო, სამხრეთ ოსეთში - კორუმპირებული სამხედრო-მაფიოზური კაპიტალიზმია, ხოლო რუსეთმა აირჩია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კაპიტალიზმი, რომელიც მშვენივრად ეხამება პუტინის ექს-კგბ-ს თაობას.

მითი 3: 1989 წლის შემდეგ რუსეთი მუდმივად დამცირებული და შეურაცხყოფილია.
სინამდვილეში კი, დასავლური დემოკრატიის არცერთი ყოფილი მტერი ასე კეთილად მიღებული არ ყოფილა დასავლეთის მიერ. რუსეთი მიიღეს დიდი შვიდიანში. ევროსაბჭომ თავისი კარი გაუღო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დუმა არ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რუსებს კარგად ხვდებიან ევროპის ყველა ქალაქში. რუსეთში ინვესტიციები შეედინება. როცა პუტინი 2000 წელს პრეზიდენტი გახდა, ბუში, ბლერი და შრედერი ქებით იხსენიებდნენ მას. მეტიც, წლების განმავლობაში დასავლელი ლიდერები სიამოვნებით ხუჭავდნენ თვალს პუტინის რეჟიმის დროს ჟურნალისტების დახოცვის ან ჩეჩნეთში წარმოებული კრიმინალური ომის ფაქტებზე.

მითი 4: დასავლეთი უარზეა, განიხილოს რუსეთი, როგორც თანასწორი პარტნიორი.
პირიქით, ეს სწორედ რუსეთია, რომელსაც არ შეუძლია ევროპული ქვეყნები თავის თანასწორად მიიღოს. პუტინის პერიოდში მეზობლებთან გაუთავებელი სიტყვიერი, დიპლომატიური, სავაჭრო თუ კიბერბატალიები მიმდინარეობდა. ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთმა, რომლის ეკონომიკა მექსიკის ან სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე სუსტია, ვერ დაისწავლა ევროკავშირის მთავარი გაკვეთილი: ყველა ქვეყენა, რაც უნდა გამაღიზიანებელი იყოს, იმსახურებს პატივისცემას. რუსეთი წინააღმდეგია საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რომ პოლონეთი ან საქართველო ან ესტონეთი ისევე თანასწორად ჩათვალოს, როგორც ამას მის მიმართ ითხოვს.

მითი 5: დასავლეთი ცდილობს ალყა შემოარტყას რუსეთს.
განა შესაძლებელია ქვეყანა, რომელიც ევროპიდან იაპონიამდე და ჩინეთამდეა გადაჭიმული იყოს ალყაშემორტყმული? რუსეთი ერთადერთია, რომელსაც ნება დართეს ანტიბალისტიკური რაკეტები დაეყენებინა დედაქალაქის გარშემო. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები კი ნამდვილად არ აპირებენ რუსეთში შეჭრას. რუსეთის წარმომადგენელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ზის და რუს გენერლებს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. უკრაინას და საქართველოს კი ჯერ კიდევ გრძელი გზა უდევთ წინ, სანამ ნატოს ან ევროკავშირის წევრობას მიიღებენ. მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეთ სუვერენულ სახელმწიფოებს იმის არჩევის უფლება, თუ რომელ ორგანიზაციებს შეუერთდნენ?!

მითი 6: სამხრეთ ოსეთი იგივეა, რაც კოსოვო.
კოსოვოელები იმავე უფლებებს ითხოვდნენ, რასაც დანარჩენი ხალხები ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკიდან. მიუხედავად მილოშევიჩის ისლამური რეპრესიებისა, მათ მშვიდობიანად ჩამოაყალიბეს ცივილური საზოგადოება, რომელმაც სერბების მიერ განხორციელებული გენოციდის შემდეგ დაიმსახურა დამოუკიდებლობა. მაშინ, როცა რუსეთმა თითქმის იძულებით ხელი შეუწყო მონტენეგროს დამოუკიდებლობას, რომელიც ახლა რუსული ფულითა და ოლიგარქებითაა გაძეძგილი.

მითი 7: აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი უფრო შემწყნარებლური იქნება რუსეთის მიმართ.
მაკკეინმა განაცხადა, რომ როცა ის პუტინს უყურებს თვალებში, მხოლოდ სამ ასოს ხედავს - კგბ. დემოკრატი კანდიდატის, ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი კი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია. თეთრ სახლში მაკკეინი დაჯდება თუ ობამა, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება.

მითი 8: ევროპა გაყოფილია.
ევროსაბჭოს სხდომის გასაოცარი შედეგი სწორედ მისი ერთსულოვნება იყო რუსეთთან ახალი პატრნიორული შეთანხმების საკითხში. მემარცხენე Liberation-იდან დაწყებული მემარჯვენე Figaro-თი დამთავრებული, გამომცემელთა ტონი ძალიან მკვეთრი და მტრული იყო რუსეთის აგრესის მიმართ. ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმა ხმამაღლა გამოხატეს შეშფოთება აგრესიის გამო, ხოლო მილიბენდის განცხადება კი ევროკავშირის ერთიანი ხმის გაჟღერება იყო რუსეთის წინააღმდეგ. ერთადერთი, რუსეთის ძველმა მეგობარმა - ბერლუსკონიმ სცადა პუტინის მხარდაჭერა, მაგრამ მას ევროკავშირის საქმეებში დიდი წონა არასდროს ჰქონია.

მითი 9: ევროპას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
ვითომ? ევროსაბჭოზე პარლამენტარებმა უკვე მოითხოვეს რუსეთის წევრობის შეჩერება. თუ პუტინი ჯარებს არ გაიყვანს საქართველოდან და არ შეწყვეტს მისი ტერიტორიის ანექსიას, მას დიდი რვიანიდან გარიცხვა ემუქრება და ვერც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდება. ევროკავშირმა თავისი წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს საქართველოში. პარალელურად, ევროკავშირის ფარგლებში თურქეთის აღმშენებლობამ და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზების დაწყებამ შავი ზღვა შესაძლოა დემოკრატიულ ევროპულ ზღვად აქციოს.

მითი 10: რუსეთი აკონტროლებს ევროპის ენერგორესურსებს.
ნავთობისა და გაზის შეწყვეტა ეს ის იარაღია, რომლის გამოყენებაც თვით არაბულმა სახელმწიფოებმა ვერ გაბედეს, მიუხედავად ისრაელის მიმართ მათი სიძულვილისა. რუსეთმა საგანგაშო სიგნალები გაგზავნა დასავლელ პოლიტიკოსებში. ბრიტანეთმა დაიწყო თხევადი-ბუნებრივი აირის აკუმულირების სისტემის მშენებლობა მილფორდ ჰავენში. გერმანია აპირებს გადახედოს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ბირთვული ენერგიის მიმართ, რადგან კარგად ხედავს დამოკიდებულებას რუსულ გაზსა და ნავთობზე, მაშინ როცა საფრანგეთი ელექტროენერგიის მთელი მარაგის 85%-ს ბირთვული ენერგიიდან იღებს. რუსეთი შესაძლოა ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა საგარეო და ენერგო პოლიტიკაში ევროკავშირის ერთიანობის.

რუსეთს ძალიან უნდა დააპირისპიროს ევროპა აშშ-ს და შემდეგ ევროკავშირის წევრები ერთმანეთს. თუ ევროპა მშვიდი და ერთიანი დარჩება, მრავალი ხიფათის აცილებაა შესაძლებელი. პუტინი კი რუსეთს სასიკვდილო დასასრულისკენ მიაქანებს.

 

 

 

 

 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1739 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar