მთავარი » 2009 თებერვალი 10 » აშშ-ში წელს მე-11 ბანკი გაკოტრდა
6:07 PM აშშ-ში წელს მე-11 ბანკი გაკოტრდა | |
ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე აშშ-ში წლის დასაწყისიდან დღემდე რიგით მე-11 ბანკი - Silver State Bank-ი გაკოტრდა. ბანკი ნევადისა და არიზონას შტატებში 12 ფილიალს ითვლის, მისი აქტივები კი 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2007 წელს ფედერალურმა ხელისუფლებამ ამერიკული საკრედიტო დაწესებულებების ფინანსური ქმედუუნარობის მხოლოდ სამი შემთხვევა დააფიქსირეს. 2008 წელს კი იპოთეკურ და უძრავი ქონების ბაზარზე წარმოქმნილმა პრობლემებმა საშუალო და მცირე ბანკებს მიაღწია. აშშ-ის საკრედიტო-საფინანსო კრიზისის ყველაზე მსხვილი მსხვერპლი ამ წელს ბანკი IndyMac გახდა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების მიერ ამა წლის ივლისში დაიხურა. მისი აქტივებო 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |