მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » `ნატო-ში შესვლა უფასო არაა`
5:53 PM
`ნატო-ში შესვლა უფასო არაა`
 

              


 

`ჩვენ ბოლო მომენტამდე ვცდილობდით დაგვერწმუნებინა სქართველოს ხელისუფლება, არ აჰყოლოდა პროვოკაციებს.

პროვოკაციები კი სამხრეთ ოსეთის მხრიდან იყო. აი, რატომ ვარწმუნებდით მას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.`

შემოკლებით გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც აშშ-ის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ჯონ ბაიერლიმ გუშინ ტელეკომპანია `არ-ტი-ვი-აი`-სა და რადიოსადგურ `ეხო მოსკვის` მისცა.

- ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც დაგმეს რუსეთის საქციელი ძალის გადაჭარბების გამო, ვერ მოძებნეს მამხილებელი სიტყვები საქართველოსა და პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებებისადმი, რომელმაც განახორციელა სამხედრო ოპერაცია მშვიდობიან ქალაქ ცხინვალის წინააღმდეგ. რატომაა ასეთი შერჩევითობა?

- ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო ძალით მოგვარება შეუძლებელია. აი, ბოლო მომენტამდე რატომ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა სქართველოს ხელისუფლება, არ აჰყოლოდა პროვოკაციებს. პროვოკაციები კი სამხრეთ ოსეთის მხრიდან იყო. აი, რატომ ვარწმუნებდით მას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ასევე ვითხოვდით, რომ რუსეთს გაეყვანა ჯარი საქართველოს ტერიტორიებიდან.

- პრემიერ-მინისტრი პუტინი ადრეც ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა წაახალისეს სააკაშვილის მოქმედებები, რომ სააკაშვილს არ შეეძლო სამხედრო ავანტიურა ამერიკელი პარტნიორებისგან ნებართვის აღების გარეშე დაეწყო.

- არ ვეთანხმები ამას, რადგან პირადად ვიცი, რაოდენ სერიოზულად ვცდილობდით, გადაგვეფიქრებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, როგორი იქნებოდა ასეთი მოქმედების შედეგი. საიდუმლო არაა, რომ ჩვენ ქართველებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ვატარებდით, ვაძლევდით მათ იარაღს. ისინი ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ ერაყში, ნატო-ს ჯარებთან ერთად ავღანეთში. ეს არაა სიურპრიზი, მაგრამ ვერ დავეთანხმები აქედან იმ დასკვნის გაკეთებას, რომ ჩვენ წავახალისეთ სააკაშვილი და მწვანე შუქი ავუნთეთ მას ამგვარი მოქმედებისთვის.

- ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ აშშ-ის შემდეგი პოზიცია: ამჟამად მიღებულია გადაწყვეტილება აშშ-ის დახმარებით ქართული არმიის გადაიარაღების შესახებ. ეს მართალია?

- ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაა.

-სამხედრო გემებით?

- სამხედრო გემებით. ინდონეზიის 2005 წლის ცუნამის შემდეგ რა თვითმფინავებითა და გემებით ვეზიდებოდით ჰუმანიტარულ ტვირთს? ეს იყო ამერიკული სამხედრო გემები და თვითმფრინავები. იმავე წელს პაკისტანის მიწისძრვრის შემდეგ ჰუმანიტარული ტვირთი ნატო-ს თვითმფრინავებს გადაჰქონდა. მაშინ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას და, როგორც ჩანს, ეს არავისთვის არ წარმოადგენდა საფრთხეს. ეს, უბრალოდ, ჰუმანიტარული ტვირთის სწრაფი გადაზიდვის საუკეთესო და ეფექტური გზაა. თქვენ მკითხეთ, ვაწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს საქართველოს გადაიარაღების შესახებ. არა, ჩვენ ახლა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ვართ ფოკუსირებულნი. რომელიღაც გენერალმა თქვა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ რაღაც სამხედრო იარაღს ვეზიდებით. ეს შეურაცხყოფაა. ესაა წმინდა ჰუმანიტარული დახმარება.

- რატომ არ ჩაუტანეთ ჰუმანიტარული ტვირთი ოსეთს?

- აქ მოსვლამდე ვკითხულობდი, რომ საქართველოს მხრიდან ცხინვალის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა იკრძალება. იქ რაღაც ბლოკ-პოსტები დგას, რომლებიც ტვირთს ჩრდილოეთის მიმართულებით არ უშვებენ. აი რატომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, საქართველოშიც და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს.

- ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს?

- დიახ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა მედვედევმა მოაწერა, ავალდებულებს რუსეთს ჯარის იმ ხაზზე გაყვანას, რომელსაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იკავებდა. აი რატომ მოვუწოდებთ რუსეთს ჯარის გაყვანისკენ. მაგრამ გუშინ გამოცხადებულ იქნა, რომ 7 ათასზე მეტი ჯარისკაცი რჩება და დარჩება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა, მუდმივადაც. როგორ გავიგოთ ეს?

- მედვედევი არ ვარ, მაგრამ შემიძლია აგიხსნათ: ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. კოსოვოს, რომელიც თქვენ აღიარეთ, რომ დაეპატიჟათ ამერიკული ჯარები, ეთხოვა თქვენთვის საკუთარ ტერიტორიაზე ბაზების გახსნა ან უბრალოდ ბრიგადების შეყვანა, თქვენ ხომ არ შეეკითხებოდით რუსეთს? იგივეა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ბატონმა მედვედევმა აღიარა, რომ მას მიმართავენ თხოვნით ჯარის შეყვანის შესახებ. მგონი, რკინის ლოგიკაა, არა?

- არა. თუ კოსოვოზე ვსაუბრობთ, მისი დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა კონფლიქტიდან 9 წლის შემდეგ, გაერო-ს ხანგრძლივი ადმინისტრაციისა და მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებსა და კულტურულ ობიექტებს იცავდნენ. სამხრეთ სოეთისა და აფხაზეთის დამოუკიდბლობის აღიარება კი მოხდა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე ადრეა. ეს არაა პროცესის პირველი ეტაპი, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების სტატუსის დარებულირებამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა.

- შეცდომად არ მოგაჩნიათ თქვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არ პირებს ვეტოს დადებას უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ვეტოს დადების შესახებ. თქვენ თავად საუბრობდით პროვოკაციებზე, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან შეიძლება წამოვიდეს.

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი საქციელი ნაადრევია. ვფიქრობთ, რუსეთისთვის სრულიად აშკარაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებასა და შეთანხმებაში, რომელიც ახლახანს აქ, მოსკოვში იქნა ხელმოწერილი ბატონ სარკოზისთან ერთად, რუსეთის ვალდებულებები ძალზედ ნათლად წერია. და ისინი შესრულებულ უნდა იქნას. ამიტომაც ჯერ ძალზე ნაადრევია გაეროში ემბარგოს შემოღების შესახებ რაიმე რეზოლუციის მიღება. ეს უბრალოდ უადგილოა.

- ბევრი მიმომხილველი კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს ნატო-ში საქართველოს შესვლის სურვილს. ახლა, მას შემდეგ, რაც, რუსეთის მოსაზრებით, საქართველომ აგრესია განახორციელა საკუთარი ტერიტორიის - სამხრეთ ოსეთის - წინააღმდეგ და რაც ქართულმა ჯარმა დამარცხება იწვნია ან, როგორც დღეს პუტინმა თქვა - ყბაში მიიღო, გაიზარდა თუ შემცირდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსები?

- ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ქვეყანა მზად უნდა იყოს, ჩვენ ხომ ნატო-ს ერთადერთი წევრი არ ვართ. ეს საკითხი დეკემბერში, მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდება.

- როგორი იქნება აშშ-ის პოზიცია, თუკი იგი უკვე განსაზღვრულია? დეკემბერში მხარს დაუჭერთ საქართველოსა და უკრაინისთვის ’’მაპ’’-ის მიცემას? თუ ამჟამინდელი ვითარების გამო ჯობია დროებით გაიყინოს სიტუაცია?

- ამას დეკემბერში ვნახავთ. ჩვენი პოზიციაა, რომ მხარს ვუჭერთ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ნატოში შესვლა, ოღონდ გააჩნია, რას მიტანენ ისინი ნატო-ს საერთო მისიაში. ეს უფასო არაა.

 

 

 

 

 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1503 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar