5:45 PM ჰოლივუდის საიდუმლო | |
ინფორმაცია მოგეცემტ ქარტულ ენაზე მტერს უნდა იცნობდე, ეს ჭეშმარიტება იმდენად აშკარაა, რომ დიდი ხანია ბანალობათ იქცა. ეს სტატია არის ჰოლივუდზე. საბჭოთა კინო ინტელიგენციაში კერძოდ იმ ნაწილში რომლებიც პატრიოტული შეხედულებების მატარებლები არიან, კარგ ტონად იქცა დაცინვა ამერიკული კინოსი. რომ "ეს არის პრიმიტიული, ბანალური,ყველანაირ სიღრმეს მოკლებული გაცვეთილი კინო ინდუსტრია."ეთი შეხედვით ეს პოზიცია საკმაოდ შთამბეჭდავია,თითქმის ყველა ჰოლივუდურ ფირზე ერთი შინაარსის ანდაც ერთი სიუჟეტური ქარგის ფილმებია აღბეჭდილი. ზანგი არ შეიძლება იყოს უარყოფითი გმირი, ერთი მარტოხელა ქალი ერევა ათ მამაკაცს (ფიზიკურად ან მორალურად), სხვა ეროვნების ადამიანებს ყოველთვის ირონიული ან დამცინავი პოზიციიდან ვხედავთ,ყველაფერი არის ლამაზი და ესთეტიური, სიკვდილიც კი. რათქმაუნდა თეთრკანიანი ამერიკელი მთელ სამყაროს განადგურებისაგან იხსნის. რა შეიძლება იყოს ამაზე პრიმიტიული სულელობა? მაშინ რატომ არის ჰოლივუდი ასეთი პოპულარული და ყოვლის შემძლე? დავუშვათ რომ ამერიკელი მასა ყველანაირ კულტურულ საზრდოს მოკლებულია და ინდივიდუალიზმი პრაქტიკულად რეგრესს განიცდის. ამ ყაიდის ადამიანს შეუძლია უყუროს ყველანაირ ნაგავს და კმაყოფილი იყოს, მაშინ როგორ გავამართლებთ იმ ფაქტს რო ამერიკული კინო არის მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და წარმატებული? ამერიკა აკეთებს მილიარდობით დოლარს თავისი ფილმების ექსპორტით. და მაინც, რაშია ჰოლივუდის საიდუმლო? რატომ მიილტვის ყველა საუკეთესო რეჟისორი და მსახიობი ჰოლივუდში? ამერიკულ ფილმებს ხომ, ევროპაში, რუსეთში, იაპონიაში, სამხრეთ ამერიკაში, საქართველოში და ა.შ ყველა თაობის ხალხი სიამოვნებით უყურებს? ხომ ნათელია რომ ჰოლივუდი- ეს არის პროპაგანდის ერთგვარი ფორმა,ერთ-ერთი საშუალება სხვა ერების ცნობიერების დაჩლუნგებისა. ამერიკული კინო აშკარა ზარალს აყენებს ყველა სხვა ერის ნაციონალურ კულტურას. ჰოლივუდის ძალა იმაშია, რომ იქ რეჟისორები ფილმებს აკეთებენ ხალხისათვის და არა თავიანთი თავისათვის. ქართველ, რუს,ევროპელ რეჟისორებს უყვართ და სიამოვნებთ როდესაც იღებენ „ფილმს არა ყველასათვის!“. რას ნიშნავს „არა ყველასათვის!“? აბა ვითვის? თავთავიანთი ოჯახებისათვის? მაშინ გადაიღონ საკუთარი სახსრებით. ეს ყველაფერი ტრაგიკომედიურ ჟანრშია გადაწყვეტილი, ფილმის ბიუჯეტს ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტი,სახელმწიფო ბიუჯეტს ხალხი და შემდეგ სახალხოდ აცხადებენ რომ ფილმი არის „ვიწრო ინტელექტუალი საზოგადოებისათვის“ და მაშინ, ასეთი ფილმები „ვიწრო ინტელექტუალებმა“ დააფინანსონ. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ უნდა დაფინანსდეს მხოლოდ ისეთი კინო რომელიც ეროვნული ღირსების მატარებელია. ვინ არის ამ ყველაფრის „ცენზორი“, ვინ საზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ღირსება ან ცნობიერება? ჩინოვნიკები,ფსევდოესთეტები,სპეკულიანტები, სნობიზმით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც აშკარად ფსიქიური პრობლემები აქვთ. რეჟისორებო! გადაიღეთ ფილმები ხალხისათვის! გადაიღეთ ნათელი ფილმები, ფერადი, ისეთი რომ მთელი დღის ნამუშევარმა და დაღლილმა ადამიანმა დაისვენოს და ისიამოვნოს. მართალია ელიტარული კინო სექტანტები დაგარტყამენ პრიმიტიულობის ბეჭედს,სამაგიეროდ დაიმსახურბთ ხალხის სიყვარუს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. თქვენს ფილმებს ნახავს მილიონობით უბრალო, ჯანსაღი, გულუბრყვილო, მშრომელი, სიყვარულსა და სილამაზეს მონატრებული ადამიანი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |