5:43 PM ხელოვნება თუ ტექნიკა? | |
ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე ადამიანური შესაძლებლობები ვითარდება, მეცნიერებაც პროგრესირებს, სპეცეფექტებით აღფრთოვანება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგანაც ეს ის ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც თანამედროვე კინო არ არსებობს. სპეცეფექტი ფილმს ხდის უფრო ნათელს, შევსებულს, დამამახსოვრებელს, მოქმედს. ეს არის კაუჭი, რომელიც კინემატოგრაფის პროგრესმა გამოგვიწოდა და სამწუხაროდ უამრავი თანამედროვე რეჟისორი წამოეგო. იმიტომ რომ კარგი, შთამბეჭდავი ფილმი სპეცეფექტების გარეშეც მშვენიერი და სრულყოფილია. ფილმს თუ მოვხსნით კომპიუტერულ გრაფიკას და შევუნარჩუნებთ პირველყოფილ სახეს და ზეამოცანა არ დაირღვევა, მაშინ ნახვად ღირს, მაგრამ თუ გრაფიკის გარეშე ფილმი დაემსგავსება საბავშვო სიყალბეს, ბრმა და არასაინტერესო სანახაობას მაშინ კაპიკია ასეთი სურათის ფასი. სამწუხაროდ ფილმში სპეცეფექტებით შექმნილი სილამაზით აღფრთოვანებულ ადამიანებს ავიწყდებათ მთავარი: ეკრანზე მიმდინარე მოვლენის თანაგანცდა. იკარგება სიმართლის ხარისხი და რწმენა რასაც უყურებ იმის უტყუარობის, იკარგება ინტერესი. ფილმი შეიძლება შემოსო ლამაზად, მყვირალა ფერებით, ძვირფასი ეფექტებით, მაგრამ ნანახის შემდეგ ნაკვალევსაც კი არ დაგიტოვებს სულში, გული არ აგითრთოლდება და გონების დაძაბვაც კი არ დაგჭირდება. ღირს ასეთი ფილმების ყურება? ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის, მაგრამ თუ კინემატოგრაფიას ვთვლით კულტურის ნაწილად, მაშინ გამოსავალი ერთია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |