მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » “ქინძმარაულის მარანის” პროდუქცია უკრაინიდან თურქეთში ინაცვლებს
5:38 PM
“ქინძმარაულის მარანის” პროდუქცია უკრაინიდან თურქეთში ინაცვლებს
 
              

ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე

ეს არის საქარტველის ღვინო

მას შემდეგ, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის გამო უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციის პრობლემა გაჩნდა,
ქართველმა მეღვინეებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად დაიწყეს.
როგორც რადიო “კომერსანტს” კომპანია “ქინძმარაულის მარანიდან” აცნობეს, შესაძლოა კომპანიამ თავისი ღვინოები გასაყიდად თურქეთის ბაზარზე გაიტანოს. ამ ეტაპზე თურქულ
მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თურქეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხი რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

“ქინძმარაულის მარანი” დღეს 23 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელიც ადგილობრივი ბაზრის გარდა საექსპორტოდ უკრაინასა და პოლონეთში გადის.
 
რადიო “კომერსანტი”
 
 
 
 
 




კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1556 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar