5:32 PM ლონდონის ბირჟაზე ქართული ოქროს ფასი ბოლო ორი დღის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა | |
რადიო ``კომერსანტი`` საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების დროს ლონდონის ბირჟაზე სს ``მადნეულის`` მიერ წარმოებული სპილენძის კონცენტრატზე ფასი დაეცა. როგორც ``მადნეულის`` გენერალური დირექტორის კონსულტანტმა ნიკა ავალიანმა განაცხადა, აგვისტოდან დღემდე ლონდონის ბირჟაზე კონცენტრატი თითქმის 15%-ით გაიაფდა. ხოლო იმავე ლონდონის ბირჟაზე ქართული ოქროს ფასი ბოლო ორი დღის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. ავალიანის განმარტებით, რუსული ინტერვენციის გამო ``მადნეულის`` წარმოებაში შეფერხებები არ ყოფილა და შესაბამისად კომპანიას ფინანსური ზარალი არ მიუღია. ``ჩვენი პროდუქციით დატვირთული გემი ფოთის პორტიდან 6 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე გავიდა``, - აღნიშნა ავალიანმა. ``მადნეული`` პროდუქციას თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით, კაზრეთში, ბოლნისის რაიონში მოიპოვებს. წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის და რამდენიმე ქვეყანაში იყიდება. მათ შორის კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. საქართველოში ``მადნეულის`` საწარმო 1975 წლიდან მოღვაწეობს. 2005 წელს მისი პრივატიზება მოხდა, რის შემდეგაც მფლობელი ჯგუფი "ჯეოპრომაინინგი" გახდა, რომელმაც ასევე შპს ``კვარციტის`` 50%-იანი წილი იყიდა.
| |
|
სულ კომენტარები: 2 | 1 2 » |
0
1
gogi
• 10:30 PM, 2009-03-16 | |
1-1 2-2 | |