მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » დავით ოდიკაძე: ”კუპერის ვარჯიშები ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”
5:07 PM
დავით ოდიკაძე: ”კუპერის ვარჯიშები ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”
 
              

ინპორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე

თბილისის ”დინამოს” კაპიტნის დავით ოდიკაძის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების არგენტინელი მთავარი
მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის მიერ სამშაბათობით, შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების კანდიდატებისთვის ვარჯიშის ჩატარება,
ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია.

- უპირველესად, ასეთი ვარჯიშები, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისათვის დამატებითი სტიმულია. ეროვნული ნაკრების არცერთ მწვრთნელს ჯერ მსგავსი რამ არ გაუკეთებია და ცხადია, კუპერის ეს ნაბიჯი მისასალმებელია” - განუცხადა ”მსოფლიო სპორტს” საგურამოში გამართული ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა.

ალბათ ის ფაქტი რომ ექტორ კუპერი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ესწრება ფეხბურთელებზე მხოლოდ დადებითად აისახება ?
- ცხადია, როდესაც მოთამაშემ იცის, რომ ნაკრების მწვრთნელი აკვირდება და შესაძლოა, შეკრებაზეც გამოიძახოს, ორმაგად მონდომებული ხდება. მაგალითად, ამჯერად კუპერმა გუნდში მეკარეები - რევაზ თევდორაძე და მირზა მერლანი, ასევე ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე მიიწვია.

იმ პერიოდის განმავლობაში რაც არგენტინელ სპეციალისტთან მუშაობა გიწევთ მასზე როგორ შთაბეჭდილება შეგექმნა ?
- მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. კუპერი რამდენადაც მაღალი დონის მწვრთნელია, იმდენად კარგი ადამიანია.

ვარჯიშის დროს კუპერი აქცენტს ძირითადად რაზე აკეთებს ?
- სამშაბათობით როდესაც ვვარჯიშობთ, მთელი ყურადღება ტაქტიკას ეთმობა. დღეს, თითქმის ორსაათიანი წვრთნა გვქონდა და აქცენტი სულ კომბინაციურ თამაშზე, ასევე პრესინგზე გაკეთდა.

დღევანდელ ვარჯიშზე კუპერს ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული:

მეკარეები :გიორგი ლომაია (”ლოკომოტივი”), მირზა მერლანი (”ოლიმპი”), რევაზ თევდორაძე (”გაგრა”)

მცველები: დავით გიგაური (”გაგრა”), ნოდარ მაჭავარიანი (”ოლიმპი”), გურამ კაშია (”დინამო”), ალექსანდრე კვახაძე (”ვიტ ჯორჯია”), უჩა ლობჟანიძე (”ზესტაფონი”), ზაალ ელიავა (”დინამო”), გიორგი სეთურიძე (”ოლიმპი”)

ნახევარმცველები: დავით ოდიკაძე (”დინამო”), ლევან ხმალაძე (”დინამო”), ლუკა რაზმაძე (”ვიტ ჯორჯია”), მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), ირაკლი კლიმიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), ზაზა ჭელიძე (”სიონი”)

თავდამსხმელები: გიორგი მერებაშვილი (”დინამო”), ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”), რატი ალექსიძე (”ლოკომოტივი”).





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1766 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar