მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » ჭადრაკის ფედერაციაში ქალ მოჭადრაკეთა გამარჯვება აღნიშნეს
5:05 PM
ჭადრაკის ფედერაციაში ქალ მოჭადრაკეთა გამარჯვება აღნიშნეს
 
              

ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე

[”მსოფლიო სპორტი”]დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის ტრიუმფატორი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა
ნაკრებმა 2008 წლის ოლიმპიადა, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, მეოთხედ მოიგო. ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ შეიტანა.

იგი საუკეთესო იყო პირველ დაფაზე, მეორე დაფაზე მეოთხე შედეგი აჩვენა ნანა ძაგნიძემ, მესამე დაფაზე მე-15 იყო ლელა ჯავახიშვილი, მეოთხე დაფაზე მესამე ადგილი მაია ლომინეიშვილმა დაიკავა, ხოლო სოფიკო ხუხაშვილმა, მე-5 დაფაზე, 7 შესაძლებლობიდან მოგროვებული ექვსი ქულის მიუხედავად, ჩატარებული პარტიების სიმცირის გამო, შეფასება ვერ მიიღო.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებიდან, გერმანიიდან თბილისში არ დაბრუნებულან ჯავახიშვილი და ხუხაშვილი, რომლებიც ხორვატიაში გაემგზავრენ და 29 ნოემბრიდან ქალაქ რიეკის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძის კაბინეტში, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჟურნალისტებს შეხვდა. გადაღლილობის გამო, შეხვედრაზე არ მოსულან ჩიბურდანიძე და ქალთა ნაკრების კაპიტანი, საერთაშორისო დიდოსტატი ნინო გურიელი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე: ”თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რადგან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ჩემი მოსვლის შემდეგ, პირველივე ცდაზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონობა დაიბრუნა.

რაც შეეხება საქართველოს კაცთა ნაკრებს, ჩვენი გუნდი ცუდად არ გამოსულა და პლანეტის წამყვან საჭადრაკო ქვეყნებთან ერთად V-XI ადგილები გაიყო. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ოლიმპიადაზე, იტალიის ქალაქ ტურინში, საქართველოს ვაჟთა ნაკრები მე-14, ხოლო ქალთა გუნდი მეექვსე იყო.

ქართველი ქალი მოჭადრაკეებიდან, ეს სეზონი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ძაგნიძისთვის გამოდგა. საქართველოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ძაგნიძემ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო მონაკოს გუნდ ”მონტე-კარლოსთან” ერთად. ”აკროპოლის ოპერის” (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირზე კი,ვაჟთაშორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივი მესამედ შეასრულა. აღარაფერს ვამბობთ დრეზდენის საჭადრაკო ოლოიმპიადაზე, სადაც ფიდეს მორიგ კონგრესზე ძაგნიძეს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად მიანიჭეს.

არ ველოდი. ახლაც ვერ დამიჯერებია, რომ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ქვეყნები, რომლებიც სერიოზულად არიან ჭადრაკით დაინტერესებულნი, სპორტის ამ სახეობისა და ეროვნული ნაკრებისთვის არაფერს იშურებენ, წლობით ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და არც ფინანსური პრობლემები აწუხებთ. ჩვენ კი, ოლიმპიადის წინ, მხოლოდ ორკვირიანი შეკრება გავიარეთ ბაკურიანში.





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1591 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar