მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » მოლაპარაკებები ყარაბაღის ირგვლივ შესაძლოა მოსკოვში გაიმართოს
5:00 PM
მოლაპარაკებები ყარაბაღის ირგვლივ შესაძლოა მოსკოვში გაიმართოს
 
              
 
ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე
მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა დიმიტრი მედვედევმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა,
 რომ ერევანსა და ბაქოს შორის სადავო ტერიტორიებზე მოლაპარაკებებში შესაძლოა მთავარ შუამავლად რუსეთი მოგვევლინოს.

- ”ვიმედოვნებ, რომ სამი პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შეხვდება ერთმანეთს, რათა ამ თემის განხილვა გაგრძელდეს. ვიმედოვნებ, რომ ამგვარი შეხვედრა რუსეთში შედგება,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1990-იანი წლების დასაწყისიდან თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღი სომხეთის ფაქტიური კონტროლის ქვეშ იმყოფება. 1994 წლიდან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა დროდადრო სროლები მაინც ისმის, რასაც მსხვერპლი მოსდევს.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მედვედევის ინიციატივას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ერევანი მზად არის საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე წარიმართოს მოლაპარაკებები, რომელიც გასულ წელს მადრიდში შემუშავდა. ამ შეთანხმების თანახმად მთიან ყარაბაღს თვითგამორკვევის უფლება აქვს.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში არსებული სიტუაციაც განიხილა. სარქისიანი მშვიდობის მხარდამჭერი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. დე-სე-თე-ს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სომხეთიც არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას.

როგორც სარქისიანმა განაცხადა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ”სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, ასევე სხვა პროგრამების შესახებ ისაუბრეს”. მედვედევმა ყველას შეახსენა, რომ სომხეთთან უკვე 1’200 რუსული კომპანია თანამშრომლობს.

რუსეთ-სომხეთი: სიტუაცია იცვლება
რუსეთისთვის კავკასიაში მხარდაჭერა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ.

კავკასიის სამი სახელმწიფოდან სომხეთთან რუსეთს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები აქვს. იქ რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, გარდა ამისა, ერევანი არ ითხოვს გადასახადს აეროდრომებისა და სამხედრო ობოექტების სარგებლობისთვის.

რუსულ ბიზნესს ფართო ინტერესები აქვს ამ ქვეყანაში. ივნისში სომხეთის რკინიგზა მთლიანად რუსეთის რკინიგზამ შეისყიდა.

მჭიდრო ურთიერთობები მოსკოვთან იმით აიხსენბა, რომ ერევანს უახლოეს მეზობლებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობები აქვს.

თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ საქართველოში კონფლიქტის შემდეგ, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

მრავალი წლის განმავლობაში რუსული გაზი და სხვა საჭირო რესურსები სომხეთში საქართველოს გავლით შედიოდა. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ შეუძლებელი აღმოჩნდა სომხეთისთვის არა მხოლოდ გაზის მიწოდება, არამედ სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მომარაგებაც.

საქართველომ რუსეთის ნაცვლად გაზის ყიდვა აზერბაიჯანიდან დაიწყო, მაგრამ მრავალწლიანი კონფლიქტის გამო ბაქო სომხეთში გაზის გატანის წინააღმდეგია.

იცვლება მეზობლებთან ურთიერთობაც. სექტემბერში, სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიულმა უპრეცენდენტო ვიზიტი განახორციელა სომხეთში.

ხოლო მედვედევის ჩასვლამდე სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სომხეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი ეწვია.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1521 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar