მთავარი » 2009 თებერვალი 10 » შანჰაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) - ის ისტორია
2:48 PM შანჰაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) - ის ისტორია | |
ქალაქის ფორმირებამდე შანჰაი სონიანის პროვინციის (松江縣) ნაწილი იყო, სუჟუს პრეფექტურის (蘇州府) დაქვემდებარებაში. სონგის დინასტიის (960-1279) პერიოდიდან შანჰაი თანდათან უფრო საქმიანი სავაჭრო პორტი ხდება და მის პოლიტიკურ იურისტიდქიას აჭარბებს. ქალაქის კედელი ჩვ.წ 1553 წელს აშენდა, რაც დღეს ქალაქის დაფუძნების თარიღად მიიჩნევა. თუმცა მე-19 საუკუნემდე შანჰაი, ჩინეთის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა და ამგვარად აქ ჩინეთის ძველი კულტურის რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი არ არსებობს. შანჰაის როლი რადიკალურად შეიცვალა მე-19 საუკუნეში, როცა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ ინაცზის მდინარეზე ის დასავლეთთან ვაჭრობისთვის იდეალური ადგილი გახადა. ადრეული მე-19 საუკუნის პირველი ოპიუმის ომის დროს ბრიტანეთის ჯარებს შანჰაი მცირე ხნით ოკუპირებული ჰყავდათ. ომი 1842 წელს დასრულდა ნანკინის ზავით, რის შედეგადაც ზავის ქვეშ მოქცეული პორტები, შანჰაის ჩათვლით, ს აერთაშორისო ვაჭრობისთვის თავისუფალი გახდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |