მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » შანჰაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi)
2:43 PM
შანჰაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi)
 
      
 
1.შანჰაი
შანჰაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) მდებარეობს მდინარე იანცზე და ჩინეთის უდიდესი ქალაქია. შანჰაი ქვეყნის უნიშვნელოვანესი კულტურული,
კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაიო ცენტრია. ადმინისტრაციულად შანჰაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია,
რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანჰაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი სინგაპურისა და როტერდამის შემდეგ.

თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანჰაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო რესპუბლიკის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. 1949 წელს კომუნისტების მოსვლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა ცენტრალური მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადებისა და ბურჟუაზიული ელემენტების დევნის გამო. 1992 წელს მთავრობის მიერ საბაზრო-ეკონომიკური განვითარების კურსის აღემის შემდეგ შანჰაი მყისვე ჰკრეფს სიჩქარეს და მალევე უსწრებს შენჟენსა და გუანჯჟოუს და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ფორპოსტი ხდება. 21-ე საკუნუნის დასაწყისში შანჰაის მთავარი მიზანი მისი მსოფლიო კლასის ქალაქის სტატუსის დაბრუნება და მის მოქალაქეთათვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

 
              
 
2.სახელწოდების შესახებ
ორი იეროგლიფი ქალაქის სახელწოდებაში (მარცხნივ) ნიშნავს "ზღვა-ზე". ადგილობრივად ის წარმოითქმის როგორც ზონ-ჰე /zɑ̃.'he/. ქალაქის სახელწოდების ყველაზე ადრეული წყარო სონის დინასტიიდან მოდის (მე-11 საუკუნე), რომელიც მდინარის პირას მდებარე სავაჭრო ქალაქს ერქვა. სახელის მნიშვნელობა დღემდე ისტორიკოსთა შორის კამათის საგანია, თუმცა ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ის უნდა ნიშნავდეს "ზღვის ზემო მისაღწევს" (海之上洋). თუმცა მანდარინის ენაზე ის უნდა ნიშნავდეს "ზღვაზე გასვლას", რაც უფრო მისაღებია ქალაქის საზღვაო პორტის მდებარეობისთვის.
ქალაქს მრავალი მეტსახელი ჰქონია წარსულში, მათ შორის "აღმოსავლეთის პარიზი", "აღმოსავლეთის დედოფალი", "აღმოსავლეთის მარგალიტი", და "აზიის ბოზიც" კი (ეს უკანასკნელი 1920-30-იანი წლების კორუფციის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის მოზღვავების შედეგი იყო).
 
 
 
 
 




კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1751 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar