მთავარი » 2009 თებერვალი 9 » ”ნატოს პირობებს სააკაშვილი კარნახობს ”
9:12 PM ”ნატოს პირობებს სააკაშვილი კარნახობს ” | |
ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღშფოთებულია ნატოს მინისტერიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,
რომლის მიხედვითაც, ნატო წყვეტს მოსკოვთან არსებულ ურთიერთობას, და აცხადებს,
რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო.
ლავროვის მტკიცებით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სახეცვლილ დოკუმენტს და სწორედ ქართული მხარე არღვევს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჯარები თავის დისლოკაციის ადგილს უნდა დაუბრუნდნენ. ლავროვის განცხადებით, რუსულ მხარეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნატო კი არ კარნახობს საკუთარ პირობებს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, „არამედ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად კარნახობს პირობებს ნატოს წევრ დემოკრატიულ ქვეყნებს“. „ ნატოს გენერალური მდივნის სხეფერის გამოსვლაში ჩვენ მინიშნებები მოვისმინეთ და ეს მინიშნებები სახიფათოა“, -აცხადებს ლავროვი. მისი თქმით, ნატოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რუსული მხარე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |