მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ერნესტო ჩე გევარა(ბიოგრაფია)
6:41 PM
ერნესტო ჩე გევარა(ბიოგრაფია)
 

                

 

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა-(დაიბადა 1928 წლის 14 ივნისს, გარდაიცვალა 1967 წლის 9 ოქტომბერს)საყოველთაოდ ცნობილი,

 როგორც "ჩე გევარა”, ან "ელ ჩე” იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული მოძრაობის ლიდერი.

 გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა.

ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და "მე-20 საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა.

ბავშვობა

ერნესტო გევარა დაიბადა 1928 წლის 14 ივნისს არგენტინაში, ქალაქ როსარიოში. მამამისი ერნესტო გევარა ლიუნჩი (1900-1987) არქიტექტორი იყო, წარმოშობით ირლანდიიდან. დედის მხრიდან-დონა სელია დე ლა სერნა ლა ლუსია (1908-1965)- ჩეგევარას ესპანული სისხლი ქონდა. დედამისის შორეული წინაპარი იყო გენერალი ხოსე დე ლა სერია. სელია მუშაობდა იერბა-მარტეს (პარაგვაული ჩაი) პლანტაციაში მისიონესის პროვინციაში. მისიონესიდან ჩეს დედ-მამა იძულებული გახდა გადასულიყო როსარიოში. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა იეპბა-მატეს ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ჩე. მსოფლიო ეკონომიური კრიზისის გამო ოჯახი ცოტა ხნით ისევ გადავიდა მისიონესის პლანტაციაში სამუშაოდ.

ბავშვობაში ერნესტოს მეტსახელად ტეტეს ეძახდნნენ. ოჯახში მის გარდა კიდევ ოთხი ბავშვი იყო: სელია, რობერო, ანა მარია, ხუან მარტინი. ყველა ბავშვმა მიიღო უმაღლესი განათლება.

ორი წლის ასაკში ტეტემ პირველად გადაიტანა ბრონხების ასთმა-ეს დააავადება ცხოვრების ბოლომდე მიყვებოდა. ბავშვის გამოსაჯამთლებლად ოჯახი გადასახლდა პროვინცია კორდოვაში, სადაც მთის სასარგებლო კლიმატი იყო. მამა იქ მშენებლად მოეწყო, დედამ კიდე ავადმყოფი ტეტეს მოვლა იკისრა. პირველი ორი წელი ტეტეს სკოლაში სიარული არ შეეძლო ასთმის ყოველდღიური შეტევების გამო. ამიტომ პირველი ორი წელი სახლში სწავლობდა წერა-კითხვას. მომჯობინების შემდეგ ანტა-გრაციას სკოლაში მივიდა და დაამთავრა. 1945 წელს მედიცინის ფაკულტეტზე მოეწყო ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში.
გატაცება

1963 წელს კუბის გაზეთ "ელ მუნდოსთან” ინტერვიუში ჩე გევარა ჰყვებოდა, რომ კუბით პირველად 11 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა ბუენოს-აირესში გამოჩენილი კუბელი მოჭადრაკე კაპაბლანკა ჩამოვიდა.

სახლში სადაც ჩე დაიბადა რამდენიმე ათას წიგნიანი ბიბლიოთება არის. ოთხი წლიდან დაწყებული ტეტე, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები, გატაცებული იყო წიგნის კითხვით, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. მან რამდენჯერმე წაიკითხა: დიუმას, გიუროს, ლონდონის, სერვანტესის და სხვა მწერალთა ნაწარმოებები. ასევე გატაცებული იყო რაგბით. ტეტე ძლიერი იყო მათემატიკაში, მაგრამ საბოლოოდ პროფესიად ექიმობა ამჯობინა. სტუდენტობაში ფეხბურთმაც გაიტაცა, მაგარმ თამაშის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, მისი ასთმური შემოტევების გამო.
მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში

ბიოქიმიის დოქტორ ალბერტ გრანადოსთან ერთად რვა თვის განმავლობაში 1951 წელს ჩე გევარამ იმოგზაურა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. გრამადოსი ჩეზე ექვსი წლით დიდი იყო. სამოგზაუროდ თან წაიღეს საჭირო საგნები, გადასაფარებლები, კარავი და ავტომატური პისტოლებთი. ეს ყველაფერი კი გრანადოსის ძველ მოტოციკლეტზე მოათავსეს.

მოგზაურობაში ღამეს ტყეში ათევდნენ. საარსებოდ ფულს ხელებით გმაოიუმუშავებდნენ: რესტორანში ჭურჭელს რეცხავდნენ, გლეხებს მკურნალობდნენ, რადიოაპარატურას აკეთებდნენ, მტვირთავად მუშაობდნენ.

1952 წელს ჩავიდნენ ტემუკოში (ჩილე), სადაც ადგილობრივ გაზეთში მათ შესახებ სტატია აღმოაჩინეს. "ორი არგენტინელი მოტოცკლით მოგზაურობს სამხრეთ ამერიკაში”. ამ პერიოდში საბოლოოდ მოიშალა გრენადოსის მოტოციკლი და ბალპარისოს პორტამდე ფეხით მისვლა მოუწიათ. იქ ცოტა ხნით პორტის დარაჯების ყაზარმაში გაჩერდნენ.

პერუში მოგზაურები გაეცნენ მაიას და კეჩუას ინდიელების ცხოვრებას. ჩე დიდ ინფორმაციას იღებდა კუცკოს ბიბლიოთეკაში სამხრეთ ამერიკის შესახებ. რამოდენიმე საათის განმავლობაში გითხულობდა ინკების ინპერიაზე წიგნებს. რამდენიმე დღე გაატარა ძველი ქალაქის მაჩუ-პიკრუს ნანგრევებში. გრანადოსი იხსენებს მის ერთ-ერთ დიალოგს ჩესთან

"მოდი აქ დავრჩეთ. მე ცოლად მოვიყვან ინდიელ ქალს, რომელსაც იმპერატორის სისხლი ექნება. გავხდები პერუს მმართველი, შენ კი პრემიერ-მისიტრად დაგნიშნავ და ერთად მოვახდინოთ სოციალისტური რევოლუცია”. ჩემ უპასუხა:”გიჟი ხარ! რევოლუცია სროლის გარეშე არ მოდის!”
კუბის ექსპედიციისთვის მზადება

ჩე გევარა საცხოვრებლად გადავიდა მეხიკოში და ცოლად მოიყვანა ილდა გადეა. 1955 წლის ივნისში მასთან კონსულტაციისთვის მივიდნენ ორი კუბელი, რომელთაგან ერთ-ერთი ნიკო ლოპესი იყო. მან ჩეს მოუყვა, რომ კუბელი რევოლუციონერები თავს დაესხნენ კუნძულ პინოსზე განთავსებულ ყაზარმა "მონკადას” და გაათავისუფლეს თანამებრძოლები. ამ დროისთვის ისინი იმყოფებოდნენ მეხიკოში და ფიდელ კასტროს მეთაურობით გეგმავდნენ ექსპედიციას კუბაში. რამდენიმე დღეში ჩემ გაიცნო რაულემ კასტრო, რომელთანაც ბევრი საერთო თვისება აღმოაჩინა. "მე მგონია. რომ ის არ გავს სხვებს. უარეს შემთხვევაში სხვებისგან განსხვავებულად ლაპარაკობს და რაც მთავარია ფიქრობს”-განაცხადა ჩემ. ამ დროისთვის ფიდელ კასტრო იმყოფებოდა აშშ-ში და ნიუ-ორკში ბატისტების საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ 1956 წლისთვის ან თავისუფლები იქნებოდნენ ან მონები.

ფიდელსა და ერნესტოს შორის შეხვედრა შედგა 1955 წლის 9 ივლისს მარია-ანოტონიო გონსალესის სახლში, სადაც ფიდელის მომხრეები ცხოვრობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი სვლები. ფიდელი ფიქრობდა რომ იმ მომენტისთვის ჩეს უფრო მეტი რევოლუციური იდეები ქონდა, ამის გარდა თეორიულ საკითხებშიც მეტი ესმოდა. დილით ჩე, რომელზეც ფიდელმა "იდეალური ადამიანის” შთაბეჭდილება დატოვა, ჩაეწერა ექსპედიციაში ექიმად.

აჯანყებულებს სამხედრო მომზადებას ესპანელი პოლკოვნიკი ალბერტო ბაიო ავლევინებდა. თავიდან მან მოითხოვა 8000 დოლარი, მაგრამ შემდეგ ეს თანხა გაანახევრა. იხილა რა აჯანყებულების მონდომება პოლკოვნიკმა ფული არ აიღო. პირიქით, თავისი ლეიბების ფაბრიკა გაყიდა და ფული ფიდელ კასტროს გადასცა. სამხედრო მომზადებაში ჩეც ჩაერთო. ის სწავლობდა დაჭრილებისთვის პირველადი დახმარების გაწევას და სხვა დეტალებს.

1956 წლის 22 ივნისს მეკსუკელმა პოლიციელებმა დააკავეს ფიდელ კასტრო. ამის შემდეგ ჩასაფრება მოაწყვეს მარია-ანტონიოს სახლთან და ყველა იქ შემსვლელი დააკავეს. ასევე დააკავეს ჩე თავის მეუღლესთან ერთად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფიდელმა დაიწყო რევოლუციონერების შეკრება და მომზადება. მან აჯანყებულები პატარ-პატარა ჯგუფებად დაყო და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაანაწილა, რომ ვერ მიეგნოთ. ჩე შიშობდა, რომ კასტრო ეცდებოდა მის დახსნას და თხოვა, რომ ეს არ გაეკეთებინა. ცოტა ხანში ჩეც გაანთავისუფლეს მეუღლესთან ერთად. მან ციხეში 57 დღე გაატარა. კუბაში გამგზავრების წინ ჩემ სახლში შეიბინა, შვილს აკოცა, მშოვლებს წერილი დაუტოვა და პორტისკენ გაეშურა.

"გრანმით” გადაცურვა

1956 წლის 25 ნოემბერს, დილის 2 საათზე ჯგუფი გემ "გრანმაზე” ავიდა. სულ გემზე 82 აჯანყებული იმყოფებოდა. გემმა მექსიკის არხი გადაცურა და ისე ჩავიდა კუბაში. კუბაში ჩასვლის შემდეგ გემი ნაპირთან არ მისულა. მათ გადაწყვიტეს ნავით მიეღწიათ ნაპირამდე, მაგრამ ნავის ჩაშვებისას ის დაზიანდა და ჩაიძირა. ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ გადაეცურათ და თან წაეღოთ მცირეოდენი იარაღი და საჭმელი. ნაპირთან მიღწევისთანავე წყალში გამოჩნდნენ კატერები და ცაში თვითფრინავები, რომლებმაც ნაპირზე გმაოსულ აჯანყებულებს ცეცხლი გაუხსნეს. სამშვიდობოს გასვლის შემდეგ რევოლუციონერებმა დაიწყეს გეგმის შემუშავება.
კუბის რევოლუცია
ომი უვეროსთვის

რევოლუციონერებმა ბევრი ომი გადაიყანეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი უვეროსთვის ბრძოლა იყო. 1957 წლის მაისში იგეგმებოდა მაიამიდან გემ

"კორინტიას” კუბაში შემოყვანა, სადაც კალიკსტო სანჩესის მეთაურობით რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ყურადღების მისაქცევად ფიდელ კასტრომ

გადაწყვიტა შეტევა დაეწყო უვეროს ყაზარმაზე. უვეროს ყაზარმა იდგა წყლის ნაპირზე და ხისგან იყო აშენებული. რევოლუციონერებმა შეიმუშავეს გეგმა. მათ დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები და ღამით შეუტიეს სამივე მხრიდან. ამ ბრძოლებში ჩე გევარაც მონაწილეობდა და ბევრ თანამებრძოლს შეუნარჩუნა სიცოცხლე. აჯანყებულებს ბრძანება ქონდათ, რომ ქოხებისთვის არ ესროლათ, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. უპირატესობა პირველ ორ საათში აჯანყებულებმა მოიპოვეს. მათ დაეღუპათ და დაეჭრათ 15 ადამიანი, მოწინააღმდეგეს კი-19 დაეჭრა და 14 დაეღუპა. ამ უპირატესობამ საბოლოო გამარჯვებაც მოიტანა.

სამწუხაროდ "კორინტია” კუბაში მაინც ვერ შემოვიდა. გემზე მყოფი აჯანყებულები დაიჭირეს, ზოგი კი დახვრიტეს. ბატისტას უნდოდა ევაკუაციაში

მოემწყვდია ფიდელ კასტრო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა რადგან ფიდელის რიგებს სულ უფრო მეტი მაცხოვრებელი უერთდებოდა.
რევოლუციონერი ჩე

რევოლუციის შემდეგ ჩე მინისტრად დანიშნეს. ის იმედოვნებდა, რომ მეგობარი ქვეყნების ფინანსურ დახმარებას გაუწევდდნენ, მაგრამ იმედი გაუც

რუეს. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები კომუნისტურ ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან. თავიდან ის წინააღმდეგი იყო ქვეყანაში სოციალისტური წყობილების დამყარებაზე და დოკუმენტზე ხელის მოწერასაც თავს არიდებდა. შემდეგ მას გაახსენდა ენგელსის სიყვები: "რაც უფრო მწირედაა ეკონომიკა განვითარ

ებული, მით უფრო მეტია ქვეყანაში ძალადობა და ახალი ფორმაციის დაყენების საშუალება” და ხელი მოაწერა კომუნისტების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. მოგვიანებით მან განაცხადა:”რევოლუციის შემდეგ საქმეს რევოლუციონერები აღარ აკეთებენ. მას აკეთებენ ტექნოკრატები და ბიოკრატები. ისინი კი-კონტრრევოლუციონერები არიან”.

ჩეგევარა ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა დააკავა ბოლივიაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის. ეს მოხდა 1967 წლის 7 ოქტომბერს. მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა და თავს არ უხრიდა ბოლივიელ ოფიცრებს. 9 ოქტომბერს ჩემ ითხოვა მაესტრას ნახვა (სკოლის მასწავლებელი). ამავე დღეს ბოლივიის პრეზიდენტმა რენე ბარიენტოსმა ჩე გევარას მოკვლა ბრძანა. ჩეგევარას სიკვდილის მიზეზი ბოლივიურ არმიასთან შეტაკება და დაუმორჩილ

ება უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი დაგეგმეს და ტყვიის სროლაც ისე გადაწყვიტეს, რომ ვერავის გაეგო ამის შესახებ. სიკვდილის წინ ჩეს კითხეს ჯეროდა თუ არა მისი უკვდავების. მან უპასუხა: "არა! მე ვფიქრობ რევოლუციის უკვდავებაზე” და ამასთანვე დაამატა:”ვიცი, რომ ჩემ მოსაკლავად ხართ მოსულები. მესროლეთ მშიშრებო, მაგრამ იცოდეთ, რომ უბრალო ადამიანს ესვრით.” თავიდან მას ესროლეს მკლავში და ფეხში. ჩე მიწაზე დავარდა და კრუნჩხვებში ჩავარდა. ჩრემლი, რომ არ წამოსვლოდა ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ მუცელშიც ესროლეს. ჯამში ცხრა ჭრილობა მიაყენეს. ხუთჯერ ფეხში, ერთხელ მარჯვენა მკლავში და მხარში, ერთი მუცელში და ერთიც ყელში.

მისი სხეული გამოაბეს ვერტალიოტს და მიწაზე თრევით მიიტანეს ახლობდებარე სოფელ ვალენგრანდეში, სადაც ფოტოსურათები გადაუღეს.










კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 2702 | დაამატა: artak | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 21 2 »
avatar
0
1 anano • 8:48 AM, 2009-11-15
vaime ra istoriaa aq
1-1 2-2
ComForm">
avatar