მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ბოტკინი (ვირუსული ჰეპატიტი)
2:08 PM
ბოტკინი (ვირუსული ჰეპატიტი)
 
                        
 
ბოტკინი - ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას.
ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი ადამიანი.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმა.

ბოტკინის (A ჰეპატიტის) კლინიკური ნიშნები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 კვირის შემდეგ. დაავადება თანდათან იწყება საერთო სისუსტით, უმადობით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ არის, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. მე-4-8 დღიდან შარდი მუქდება, ვითარდება სიყვითლე - თვალების სკლერა და კანი ყვითლდება, განავალი ხდება თიხისფერი, დიდდება ღვიძლი, ზოგჯერ ელენთაც.

დაავადებული ადამიანისათვის აუციებელია წოლითი რეჟიმის და დიეტის დაცვა. ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ყურადღების ქვეშ.

რეკომენდირებულია: ხაჭო, ძროხისა და ქათმის მჭლე ხორცი, თევზი უცხიმო (მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული, ხილის ტკბილი კომპოტები, ცხიმებიდან მხოლოდ ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.

აკრძალულია: ცხვრის, ღორის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმების მიღება, ძეხვეული, მწარე, შემწვარი საჭმელები, ნიგვზიანი კერძები, ყავა, შოკოლადი, კაკაო, სპირტიანი სასმელები.

ბოტკინის გადატანის შემდეგ ავადმყოფი უნდა იყოს კვლავ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იცავდეს 1 წლამდე დიეტას.

ხალხური მედიცინა ბოტკინის სამკურნალოდ მრავალ რეცეპტს იცნობს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ძირითად მკურნალობასთან ერთად.


ბოტკინის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


შ ვ რ ი ი ს ჩ ა ლ ა
1 მუჭა შვრიის ჩალას ადუღებენ 1 ლიტრ წყალზე სითხის განახევრებამდე. 1 საათის შემდეგ წურავენ. ღებულობენ დღეში 3-ჯერ ჭამამდე თითო ჩაის ჭიქას.

მ ა ტ ი ტ ე ლ ა
ღებულობენ მატიტელას ნაყენს ან ნახარშს (1 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). დღეში 3-ჯერ. ყოველ მიღებაზე 150 მლ.

მ ა ყ ვ ა ლ ი
მაყვალს აქვს ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება. ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ ფოთლებს ასხამენ 0,5 ლ მდუღარეს და აჩერებენ 1 სთ. წურავენ.
მიღება: 50-70 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
ნახარშის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთლებს ასხამენ ცივ წყალს და აჩერებენ 12 სთ. შემდეგ ადუღებენ 3 წთ. 1 საათის შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 3-ჯერ 150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კ ო მ ბ ო ს ტ ო ს მ წ ნ ი ლ ი ს წ ვ ე ნ ი
სვამენ 1 ჩაის ჭიქა კომბოსტოს მწნილის წვენს დღეში 4-5-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე (2 კვირა).

ბ ო რ ჯ ო მ ი
1 ჩაის ჭიქა გაზგაცლილ ბორჯომს ამატებენ ცოტა ლიმონის წვენს და თაფლს. ღებულობენ თბილი სახით მთელი დღის განმავლობაში, სურვილის მიხედვით.

ბ ო ს ტ ნ ე უ ლ ი ს წ ვ ე ნ ე ბ ი
ღებულობენ ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენების ნარევს 1 ჩაის ჭიქას ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
ა) სტაფილო+ისპანახი ან ბ) სტაფილო+ჭარხალი+კიტრი ან გ) სტაფილო+ნიახური+ოხრახუში.
წვენების ნარევში 3 ნაწ. უნდა იყოს სტაფილოს წვენი, 1 ნაწ. კი დანარჩენი წვენები.
 
 
 
 
 




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 2166 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar