12:28 PM Microsoft-ს პატენტის დარღვევაში სდებენ ბრალს | |
სან-მარინოს სასამართლომ კომპანია Microsoft-ს დააკისრა 511,6 მილიონი დოლარის გადახდა კომპანია Alcatel-Lucent-ისათვის კომპენსაციის სახით. აღნიშნული კომპანია Microsoft-ს ბრალს დებს ორი პატენტის დარღვევაში. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ Microsoft-მა დაარღვია ორი პატენტი. პირველი მათგანი იყო მენიუს დიზაინი, რომელიც Microsoft Outlook და Windows Mobile-ში გვხვდება, ხოლო მეორე - ფუნჯის გამოყენება კომპიუტერში. სასამართლომ მსოფლიო გიგანტს დააკისრა 357,7 მილიონის გადახდა. ეს გადაწყვეტილება ამ წლის აპრილში გაასაჩივრა Microsoft-მა, თანხის მოცულობის გამო. ივნისში სან-მარინოს სასამართლომ განიხილა Microsoft-ის სარჩელი და მიიღო ახლაი გადაწყვეტილება Alcatel-Lucent-ის სასარგებლოდ. აქამდე გადასახდელ თანხას დაემატა ზიანის ღირებულება, რომელიც Alcatel-Lucent-მა მიიღო სასამართლო პროცესებში დროის დაკარგივს გამო. ჯამში საკომპენსაციო ღირებულებამ 511,6 მილიონი დოლარი შეადგინა. თანხა შეიძლება კიდევ გაზრდილიყო Microsoft-ისთვის მესამე პატენტის დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. შეგახსნებთ, რომ გასულ წელს Microsoft-ი გადაურჩა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას. საქმე იმაში იყო, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ბრალი დასდო ხმის ჩაწერის ციფრული ტექნოლოგიების მითვისებაში. მათდა საბედნიეროდ ეს პროცესი Microsoft-ის წარმომადგენლებმა მოიგეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |