მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ბილ გეითსი მიდის!
12:22 PM
ბილ გეითსი მიდის!
 

                                                              

 

ბილ გეითსის უკანასკნელი სამუშაო დღე კომპანია Microsoft-ში 2008 წლის 27 ივნისი იქნება.

მისი კომპანია ორშაბათიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს გააგრძელებს, ოღონდ მისი გურუს ბილ გეითსის გარეშე.  

მისი ამ პოსტიდან წასვლის შესახებ ხმები 2 წელია ვრცელდება.

ბოლო პერიოდში იგი აღარ იყო აქტიურად ჩართული კომპანიის საქმიანობაში,

ბილ გეითსი მხოლოდ კვირაში 1 დღეს უთმობდა კომპანიის საქმიანობას.

 კომპანიის ახალი ხელმძღვანელი კიდევ უფრო ახალგაზრდაა მის დამფუძნებელზე,

 იგი გეითს არწმუნებს, რომ კომპანია საქმიანობას კვლავ წარმატებით გააგრძელებს.

რეი ოზმა, რომელმაც 2 წლის წინ შეცვალა ბილ გეითსი აცხადებს, რომ კომპანია  Microsoft-ს აყვავების ხანა უდგას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი აცხადებს, რომ კომპანიას არ გაუჭირდება ბილ გეითსის გარეშე. თუმცაღა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კომპანიის სიმბოლოს ბილ გეითსის წასვლა მათ იმიჯს ზიანს მიაყენებს.  კომპანიის თანამშრომლები და მილიონამდე მომხმარებელი ფიქრობს, რომ ,,ბილ გეითსი ეს -  Microsoft-ია". კომპანია Forrester Research-ის კონსულტანტმა განაცხადა, რომ კომპანია ბილ გეითსის სახით კარგავს პიროვნებას, რომელიც ყველაზე უკეთ პოულობდა პრობლემის არსს და ახდენდა კომპანიის რესურსების მობილიზებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.


1975 წლიდან, როდესაც დაარსდა Microsoft-ი სწორედ დამაარსებლის ასეთი ნიჭის დამსახურება იყო კომპანიის ასეთი წარმატება. მან მიაღწია თავის ლოზუნს: ,,კომპიუტერი ყოველდღე, კომპიუტერი ყველა სამუშაო მაგიდაზე". ჯერ კიდევ XX საუკუნეში შეძლებული ადამიანებისთვის კომპიუტერი ოცნება იყო, თუმცა მალე ლოზუნგი რეალობად იქცა. კომპანიის ფინანსური წარმატებების წყალობით ბილ გეითსი მსოფლიო მილიარდელთა სიას 13 წლის განმავლობაში ლიდერობდა. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერული რევოლუცია მსოფლიოში ბილ გეითსის მეშვეობით მოხდა, რადგან მთელს მსოფლიოში კომპიუტერების 90%-ში სწორედ Microsoft Windows ოპერაციული სისტემა აყენია.


ბილ გეითსმა ჩამოყალიბა საქველმოქმედო ფონდი Bill and Melinda Gates Foundation, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 30 მილიარდ დოლარს. მისი მთავარი სამოქმედო გეგმა პენსიაზე გასვლის შემდეგ იქნება უკურნებელი სენების განკურნების საშუალებების საძიებო სამუშაოების და ღარიბების დახმარება მთელს მსოფლიოში.





კატეგორია: პროგრამისტები, კომპანიები ... | ნანახია: 1825 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar