მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ჩესტერ-ბიტის პაპირუსი
11:59 AM
ჩესტერ-ბიტის პაპირუსი
 
              
 
ბრიტანეთის მუზეუმში  ინახება  ჩესტერ-ბიტის  პაპირუსი (ძვ.წ.1300წ. XIX დინასტია) რომლის 
 მოკლე ტექსტი  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  მოვლენაა მსოფლიო ლიტერატურაში რადგან 
ამ  ტექსტში პირველადაა მოთქრობილი  მწერლების  ღვაწლი,  მათი  ქება. 

პირველადაა ლაპარაკი ნაწერის _ ხელთუქმნელი  ძეგლის თაობაზე.  ტექსტი  გამოაქვეყნა  ა.გარდინერმა 1936 წელს. საინტერესო წასაკითხია  რადგან თითქოს  ისევ  იმ  დროში  გვაბრუნებს   როცა  იყვნენ  ფარაონები,  შენდებოდა  ულამაზესი  ტაძრები, ადიდებდნენ  ღმერთებს.. ყვაოდა  ეგვიპტე  თავისი  დიდებით.   კიდევ ერთხელ  მტკიცდება ის  ფაქტი   რომ  უძველესი  ეგვიპტელები  განათლებული,  ცივილიზებური  ადამიანები იყვნენ.


ჩესტერ-ბიტის  პაპირუსი  

“თუ ამ  საქმეს  აღასრულებ, დახელოვნებული  მწერალი  იქნები.  საუკუნოდ  უკვდავყოფილია  სახელები  ბერძენ  მწერალთა, რომელნიც ქვეყნად  ცხოვრობდნენ  მაშინ, როდესაც  ღმერთების  ჟამი დასრულდა  და მომავალი  განჭვრიტეს. მათი ხსოვნა  უკვდავია, თუმცა  გზა  ცხოვრებისა  განავლეს  და  მათი ახლობლების  სახელი  აღარავის  ახსოვს. მართალია, სპილენძის პირამიდები  არ  აუშენებიათ  და  არც  სამარის  ძეგლები  დაუტოვებიათ  რკინისა. აარც  თავიანთი  ხსოვნის  უკვდავმყოფელი  მემკვიდრეები  დარჩენიათ,  მაგრამ  ჩვენამდე  მოვიდა  მათი  ნაწერები  და ბრძნული  ნაუბარი  მათი. ქურუმებს  კი არ  დაავალეს  სულის  მოსახსენებელი  ღვთისმსახურების  გაძღოლა,  არამედ  საწერ  დაფებს _ თავაანთ  ღვიძლ შვილებს. მათი  დარიგებანი _ მათი პირამიდებია,  კალამი  კი _ პირმშო  შვილი. ქვა,  რომელზედაც მათი ბრძნული რჩევები  დაიწერა, ოჯახის  მაგიერიც იყო. დიდიც  და  პატარაც მათი  შვილი გახდა, რამეთუ  მწერალი _ პირველია  ადამიანთა  შორის. მათი  მადიდებელი  ქურუმები წავიდნენ, მათი  სამარხები ქვიშამ  დაფარა. ძეგლები  დაქცეულან და სამლოცველო დავიწყებულა,  მაგრამ  ჩინებული ნაწერებით შეძლეს  თავიანთი  სახელების  უკვდავყოფა.
იყავი მწერალი  და გახსოვდეს,  ეს  მიზანი  გულით  ატარე, რათა შენი  სახელიც იხსენიებოდეს  უკუნითი უკუნუსამდე. წიგნი  სამარის  წარწერაზე უფრო  სასარგებლოა,  მტკიცედ ნაგებ სამლოცველოზე ძვირფასია. წიგნი ტაძრებსა  და  პირამიდებზე  გამძლეა.  დაე ცოცხლობდეს ბრძენ  მწერალთა სახელი  თაობიდან  თაობამდე  ვითარცა  ნეკროპოლებში.
 ადამიანი  გარდაიცვალა,  სხეული მისი  გაიხრწნა  და  ჩაიფერფლა. ყველა  მისმა  მახლობელმაც  მიატოვა  დედამიწა. მაგრამ  მისი  ნაწერი  რჩება  გულში და  გონებაში.
წიგნი ფართო სახლზე  სასარგებლოა, დასავლეთის სამლოცველოზე  უფრო კეთილისმყოფელია,  მდიდრულ  სასახლეზე   უკეთესია,  ტაძრის  სამარხზე  უფრო უფრო გამძლეა.. განა  კაიროსს შეედრები? აღარ  არიან  ახლა ნეფრი  და ახტოი.. რაც  მათ  იწინასწარმეტყველეს, ყოველივე  აღსრულდა. მათი  სიბრძნე  მათ  წიგნებშია აღბეჭდილი. უცხოთა  შვილები გახდნენ მათი  მემკვიდრეები ვითარცა  ღვიძლნი.. წავიდნენ, მაგრამ  არაა  დავიწყებული მათი  სახელები, ცოცხლობენ თავიანთ ნაწერებში და  კაცობრიობის  ხსოვნაში.”





კატეგორია: საოცრება | ნანახია: 2364 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar