მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » რა არის ავტომობილი?
10:53 AM
რა არის ავტომობილი?
 
                      
 
ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, 
რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები),
 გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის

  ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, 
რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას.
 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით
მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა
(მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).
    ყველაზე გრძელი სერიული ავტომობილის ოდესმე წარმოებული მოდელი იყო 1938 წლის
დუსენბერგ SJ ტაუნ-ქარი — 6, 25 მ, რაც ასევე უმძიმესი სტანდარტული მანქანა იყო 2903 კგ-ით.
    გრძელი ლიმუზინები, რომლებიც ქუჩებში გვხვდება 10 მეტრს აღწევს და 14 მგზავრის გადაყვანა შეუძლია მეტნაკლები კომფორტით.
ყველაზე გრძელი სამგზავრო ავტომობილი/ლიმუზინი 22 მ სიგრძის სპეციალური შეკვეთით არაბი შეიხისთვის კალიფორნიაში დამზადებული
 მანქანაა შუაში დამატებითი საყრდენით. 30,3 მეტრის ლიმუზინი 26 ბორბლით შოუ ბიზნესისთვის ააწყვეს ბუნბენკში.
    მანქანა ყველაზე დიდი გარბენით არის 1966 წლის ვოლვო P-1800S, რომელსაც 1.764.000 მილი აქვს გავლილი დღემდე 
 
 
 
 
 




კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1689 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar