მთავარი » 2009 » თებერვალი » 8 » ლუკას კრანახი
9:37 PM
ლუკას კრანახი
 

              


 

საქართველოს ეროვნულ მუზეომში ინახება სურათი „მაჭანკალი“ რომლის ავტორი გერმანული რენესანსის შესანიშნავი მხატვარი და გრაფიკოსი ლუკას კრანახია.
ლუკას კრანახი დაიბადა 1472 წელს ქ. კრანახში, ზემო ფრანკონიაში. მამამისი ჰანს მალერი ფერმწერი იყო.
სად გაიზარდა ან სად სწავლობდა, ცნობილი არ არის. სავარაუდოდ მამამისი ასწავლიდა ლუკასს მხატვრობას.
1500 წლიდან მისი სახელი ცნობილი ხდება . კრანახის ერთ-ერთ ადრინდელ ნამუშევარში _ გოლგოთა _ ნათლად ჩანს XV ს. ფერწერის ტრადიციები. კარგად ჩანს კრანახის მხატვრული ხედვა. ჟესტების , გამოხედვის დამაჯერებლობა . ექსპრესიის განსადიდებლად ფორმათა დამახინჯება.
მიუხენის " ჯვარცმაში " (1503 წ) იგრძნობა მეტი შემოქმედებითი დამაჯერებლობა. ნახატის პლასტიკური ხორცშესხმა, სიმეტრიის და ფრონტალურობის დარღვევა. "დასვენება ეგვიპტის გზაზე" (1504წ) კრანახი აღწევს კომპოზიციის ერთიანობას. მასში სიმშვიდე, სილამაზე და ჰარმონია იგრძნობა.
1505 წელს კრანახი საქსონიის კურფიურისტის ფრიდრიხ ბრძენის სასახლის კარის მხატვარი ხდება. ის იძულებული იყო დამორჩილებოდა სასახლის კარის მოთხოვნებს მაგრამ მხატვარი დიდი სიყვარულით სარგებლობდა რამაც წარმატება მოუტანა: მას თავადის წოდება და სათAვადო გერბი უბოძეს რომელზეც ფრთოსანი გველი იყო გამოსახული. ამის შემდეგ ის თავის სურათებზე ამ გერბს სახავდა, ზოგჯერ ხელმოწერასთან ერთად.
მალე ის ვიტენბერგის ბურგომისტრად აირჩიეს. ვიტენბერგის პერიოდის ნამუშევრები გამოირჩევა ალეგორიულობიტ, დეკორაციულობით. საინტერესოა ვიტენბერგში წმ. ეკატერინეს ეკლესიის საკურთხევლის კომპოზიცია.
საკურთხევლის ცენტრალური ნაწილის კომპოციზია აგებულია ლეგენდაზე რომლის მიხედვით ციურმა ცეცხლმა გაანადგურა ბორბალი, რომელზედაც ეკატერინე უნდა ეწამებინატ, ამის მერე მას ჯალატი თავს კვეთს. ამ ნამუშევარში მხატვარი ფიგურათა განლაგებას შუა საუკუნეების პრინციპით იძლევა. პორტრეტები ერთ სიბრტყეზეა დახატული ისე რომ ტანისათვის სივრცე აღარ რჩება. კომპოციზიის მარცხენა მხარეზე გამოსახულია ორი თავადი და მისი მრჩევლები რომლებიც ისეთ პოზაში არიან _ თითქოს ცხენებზე სხედან. ამ ყველაფრის მიუხედავად სახეები ინდივიდუალურობით გამოირჩვა. ცენტრშია გამოსახული წმ. ეკატერინეს და ჯალათის ფიგურები. დიდი ოსტატობითაა შესრულებული შუქ -ჩრდილები, ფაქიზი და დახვეწილია გამოსახულების იერი. შესამჩნევია რომ მხატვარი მონუმეტურობისაკენ ისწრაფვის.
1532 წელს კრანახმა შეიძინა სტამბა. აქ იბეჭდებოდა ლუთერის ნაწარმოებების ილუსტრაციები . შემონახულია მისი სპილენძზე კვეთილი გრავიურით შესრულებული ლუთერის პორტრეტები. მომდევნო პერიოდის ნამუშევრებში შეინიშნება გოთიკური სტილის გავლენა. (ვენერა და ამური, მადონა )

ასევე საინტერესოა _ მაჭანკალი რომელიც გამოირჩევა კომპოციზიური მთლიანობით, ბუნებრივი მოძრაობებით, ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დეტალების ფაქიზი დამუშავებით , მხატვარი კარგად გადმოსცემს სახეთა ფსიქოლოგიას. ეს ნახატი მისი ეღტ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

ლუკას კრანახი გარდაიცვალა 1553 წელის 16 ოქტომბერს ქალაქ ვაიმარში.

 

 

 

 

 




კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 3446 | დაამატა: artak | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 MARI • 8:31 AM, 2009-12-05
:book: DZAAAN MAGARIA
ComForm">
avatar